x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვეგეტერიანული რეცეპტი ბავშვებისთვის- დედამ კინაღამ თავის ჩვილი მოკლა
imageარსებობენ ვეგეტერიანელი ადამიანები, რომლებიც მკაცრად მისდევენ და კატეგორიულად არ იღებენ ცხოველურ საკვებს:არა რძე, არა ხორცი, თაფლი თუ თევზი.


ფლორიდელი სარა მარკჰემიც(Sarah Markham)მათ რიცხვს განეკუთვნება, იგი მკაცრი ვეგეტერიანელია....


ჰოდა ახალგაზრდა ქალბატონმა გადაწყვიტა თავის ახალდაბადებული ვაჟიც ვეგეტერიანულად "აღეზარდა".


იგი ჩვილს დედის რძით არ კვებავდა, მალე ბავშვმა თავის წონის 10% დაკარგა, მკვეთრად გაუუარესდა ჯანმრთელობა, იქამდე, რომ მოსამართლემ დაავალა მარკჰემს ჩვილი საავადმყოფოში გადაეყვანა და ექიმის რეკომენდაციებს მიჰყოლოდა.



ექიმმა ბავშვს დაუნიშნა დამატებითი კვება, რომელიც ძროხის რძეს შეიცავდა.image

მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სარას ექიმის რეკომენდაციები შეესრულებინა, მან ჩვილის კვება სოიოთი განაგრძო.ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.


საბოლოოდ ხელისუფლებამ თავგადაკლულ ვეგეტერიანელ დედას ბავშვი ჩამოართვა.


ამჟამად სარა სასამართლოში დარბის და ცდილობს უკან დაიბრუნოს ბავშვი, თუმცა მას ჯერ სასამართლო პროცესი ელოდება.image


0
37
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0