x
image
ახალი თაობა
13 ნოემბერი 100 000 მოწამის, ხსენების დღეა

imageimageimageთამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ძნელბედობის ჟამი დაუდგა საქართველოს. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: ”ქვეყანა საქართველოისა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი”. ჩინგიზ ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი, ჯალალედინი, დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული - რუსუდანი, განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. სულთანმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა, ზედ თავისი ”ბილწი საჯდომელის” დადგმა. მერე კი ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით, სიონის ტაძრიდან გამოასვენეს მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს ”დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა”. ვინც ამას არ აღასრულებდა, ”წარკუეთა თავთა” ელოდა.
ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს.

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0