x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ჩინელმა პროგრამისტმა ნახევარი მილიონი იუანი (დაახლოებით 80 ათასი დოლარი) დახარჯა 99 ცალი iPhone 6-ის შესაძენად

imageჩინელმა პროგრამისტმა ნახევარი მილიონი იუანი (დაახლოებით 80 ათასი დოლარი) დახარჯა 99 ცალი iPhone 6-ის შესაძენად, რომელიც თავის შეყვარებულს მიართვა და თან ხელი სთხოვა. ჩინელმა Apple-ის სმარტფონების შესაძენად თავისი ორი წლის შემოსავალი გადაიხადა. ეს თანხა საშუალო ფენის წარმომადგენლის 17 წლის ხელფასის ეკვივალენტია. შეყვარებულმა მამაკაცმა შეძენილი სმარტფონების ყუთებით ტროტუარზე გულის ფორმა გამოსახა. მისი გეგმის მიხედვით, iPhone-ებისგან გაკეთებულ გულს უნდა შეეცვალა პატარძლის ნიშნობის ბეჭედი. ტექნიკის შეძენის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს შეყვარებულისთვის თაიგულის შესაძენადაც დარჩა ფული. გოგონამ შეყვარებული მამაკაცის ძალისხმევა არ დააფასა და მას ქორწინებაზე უარი განუცხადა.

0
104
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0