x
image
ახალი თაობა
ჯარიმა უსახლკაროების დახმარებისთვის

imageსაჯარო ადგილებში უსახლკაროთა გამოკვებისთვის, ამერიკის ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში მცხოვრებ 90 წლის არნოლდ ებოტს ორთვიანი პატიმრობა და 500 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება, ქალაქის ახალი კანონის თანახმად. ებოტას და ორ მღვდელს ბრალი წაუყენეს იმისათვის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ადგილობრივ პლაჟზე, დაახლოებით, 10 ათასი უსახლკაროს დაპურებას გეგმავდნენ. ებოტამ განაცხადა, რომ წამოწყებულ კამპანიაზე უარის თქმას არ აპირებს: "უსახლკარო ადამიანები აქ სიცივის გამო ჩამოდიან, იციან, რომ ფორტ-ლოდერდეილში ისინი არ გაიყინებიან. ვიცი, რომ დამაპატიმრებენ, მაგრამ ამისთვის მზად ვარ". ქველმოქმედი წლებია ქალაქის ხელმძღვანელობას უჩივის, რადგან მთავრობა არ ზრუნავს უსახლკაროთა კვების ადგილებზე ტუალეტების დამონტაჟებაზე, "მიმაჩნია, რომ ეს მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა " - აღნიშნა მან.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0