x
image
ახალი თაობა
კომპანია Mercedes-Benz-მა შექმნა ავტომობილი-ელექტროსადგური

imageგერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გახსნაზე, პეკინში წარმოადგინა ჯიპ G-Code-ის პროტოტიპი, რომელიც აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით. მანქანის მთავარი თავისებურება არის მისი სპეციალური საფარი, რომელსაც შუიძლია ელექტროენერგიის გამომუშავება გაჩერებულ მდგომარეობაში. ამდენად, კომპანია Mercedes-Benz-მა შექმნა ავტომობილი-ელექტროსადგური, რომელიც დაიმუხტება მზის ენერგიით. ამასთანავე, მანქანის დამუხტვა ელექტროსადენიდანაც არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, G-Code მხოლოდ პროტოტიპია. ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სწრაფი, კომფორტული, მაგრამ ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთა მანქანების შექმნასimageimageimage

0
10
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0