x
image
ნოდარ ჯოჯუა
ქუთაისის მერიაში ტესტირება 16 ნოემბერს ჩატარდება

image
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ 179 ვაკანტურ ადგილზე 4263 განაცხადია შესული. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1283 ადამიანმა გამოთქვა. არსებული ინფორმაციით, 16 ნოემბერს ტესტირება ჩატარდება.


ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურება: კომისიის თავმჯდომარე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მოადგილე კი, თეა ჯუღელი. ხოლო წევრები არიან, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ივანე აფრიდონიძე, გიორგი ტოკლიკიშვილი, რუსუდან ხაჭაპურიძე.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0