x
image
ახალი თაობა
მამა თეოდორე:ცოდვაა თუ არა ცეკვა?

imageმამა თეოდორე:ცეკვა თავისთვად არის ნეიტრალური, ცეკვა როგორ შეიძლება იყოს ცოდვა როცა ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, თუ ვინმე იტყვის ეგრე არ არიო ვეტყვი რომ ეგრეა, იმიტომ რომ დავით მეფსალმუნე როკვიდა ნამეტნავი სიხარულისგან.ცეკვა არის ჩვენი შინაგანი სამყაროს გარეგანი გამოვლინება და ადამიანი ამას მეტნაკლებად ყოველთვის ახერხებს.სიტყვით ვერ გამოხატავ, რაღაცას ვერ აგებინებ და შენი ჟესტიკულაციით გადმოსცემ.კიდევ ვიმეორებ ცეკვა თავისთავად ზნეობრივად ნეიტრალურია, ეს არის ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატულების ერთ-ერთი ფორმა რომელიც შეიძლება იყოს ცოდვიანი და შეიძლება იყოს უცოდველი, ცოდვიანი იმ შემთხვევაში თუ ეს შინაგანი არსი ბილწია და სიბილწე გამოვლინდება და შინაგანი თუ კეთილშობილია, კეთილშობილება გამოვლინდება.შეიძლება ცეკვა იყოს თავიდან ბოლომდე ეროტიული და ის რათქმაუნდა არ არი ჯანსაღი და ცოდვაა.შეიძლება ცეკვა იყოს თავიდან ბოლომდე რაინდული და კლდევამოსილი, მაშინ სწორია და ცუდი ამაში არაფერი არ არი.


რაც შეეხება ბალეტს-ყველა თავისი შინაგანი გაფუჭებულობიდან გამომდინარე აღიქვამს მოვლენას, თუ ბალეტში ადამიანი შევიდა და ფეხების მეტს ვერაფერს ვერ ხედავს რათქმაუნდა მისთვის ეს ცოდვაა და იქ არ უნდა შევიდეს, ხოლო თუ ადამიანი ბალეტის ყურებისას აი იმ გრაციაში, ჰარმონიაში, გარეგნულ მშვენიერებაში ადამიანის სილამაზეს დაინახავს მაშასადამე არ ცოდავს.ადამიანზე ლამაზი არსება სამყაროში არ არი და ბალეტში ეს განსაკუთრებულად ვლინდება, ერთის მხრივ ეხლა ბერი რო წავიდეს მონასტრიდან და ბალეტზე დაჯდეს რამდენად სწორი იქნება... ეს ერთი მხარეა მაგრამ მეორეს მხრივ ქრისტიანი თუ ბალეტზე შევა და თუ ისეთ სპექტაკლებს უყურებს სადაც მასში არაფერი ცუდი არ არის არამედ მშვენიერების აღქმაა და როცა გამოვა კიდევ ერთხელ იტყვის რომ რა საოცრებაა ადამიანი და როგორ შეუძლია მოძრაობით და პლასტიკით გადმოსცეს თავისი შინაგანი სამყარო და ის აზრი ვთქვათ რომელიც ამა თუ იმ სპექტაკლშია.ცალსახად იმის თქმა რომ ცუდია, მე ასე არ ვფიქრობ.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0