x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვარსკვლავი ქალბატონები და მათი რჩეული კაბები
ქალურობა და ელეგანტურობა გახლდათ საღამოს მოდის მთავარი ტენდენცია, რომელიც გასულ კვირაში ვარსკვლავმა-ქალბატონებმა წარმოაჩინეს. შიფონი, მაქმანი, ნაზი ფერები და დახვეწილი სილუეტები-მათი სიმრავლე აშკარად ჩანდა წითელ ხალიჩებზე.

მსახიობი ქეით ჰადსონი ბოლო პერიოდში ყოველთვის გამორჩეულად მოდურად და გემოვნებით იმოსება. ქალი-ჟურნალისტების ღვაწლის დასაფასებლად გამართულ ცერემონიაზე ქეითი Temperley London-ის მოდური ბრენდის მარჯნისფერ კაბასა და იმავე ფერის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელებში გამოცხადდა.

image


ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის «True Love»
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ინტერვიუ ჩაწერა ინტერნეტ-პორტალისთვის HuffPost Live. მომღერალი სტუდიაში სექსუალური სკოლის მოსწავლის ფორმაში გამოცხადდა, მას Valentino-ს კაბა ეცვა, რომლის საყელოც გაფორმებული იყო წითელი ყვავილებიანი აპლიკაციით.


image

ნიკოლ კიდმანი ხშირად ანიჭებს უპირატესობას ლაკონურობას და მინიმალიზმს. ჩინეთში გამართულ კინოფესტივალზე ის Dolce&Gabbana-ს გრძელ მაქმანიან კაბაში გამოჩნდა, რომელსაც გამჭვირვალე სახელოები ამშვენებდა. სიცილიელი დუეტის მოკრძალებული კაბა მსახიობმა სამკაულებით გაახალისა .

image

კამილა ბელი ლამის ერთადერთი ვარსკვლავი ქალბატონი იყო, რომელმა იდეალურად შეარჩია ჩაცმის სტილი amfAR LA Inspiration Gala-ს საღამოზე, რომელიც დიზაინერ ტომ ფორდს მიეძღვნა და ამასთან აირჩია არა ფორდის, არამედ Carolina Herrera-ს გრძელი კაბა, რომელიც Chopard-ის ძვირფასეულობით გაალამაზა.

image

ჯესიკა ჩესტეინი ბრწყინავდა ფილმის პრემიერაზე ლონდონში. ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად მსახიობმა აირჩია Saint Laurent-ის ღია შიფონის კაბა, რომელსაც Chanel-ის სამკაულები ამშვენებდა.

image

ლოს-ანჟელესის ხელოვნების მუზეუმში ჩატარებულმა გალა-საღამომ კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა ვარსკვლავ-ქალბატონებს თავი მოეწონებინათ საუკეთესო კაბებში. საღამო კვენტინ კარანტინოს მიეძღვნა და მისი სპონსორი იტალიური მოდის სახლი Gucci გახლდათ. ამიტომაც მოწვეულმა ქალბატონებმა Gucci-ს კაბები მოირგეს, რომლებიც როგორც ყოველთვის დახვეწილი და ელეგანტური გახლდათ.

image
ქეით ჰადსონი


image
ემა სტოუნი


image
კარა დელავინი


image
დემი მური


image
ჯენიფერ ლოპესი

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0