სხვა სასწრაფო დახმარების ყველაზე უცნაური გამოძახებები 2014, 3 ნოემბერი, 12:47 ***ექიმო დამიდასტურეთ, რომ მე ფეხმძიმედ ვარ, თორემ ქმარს არ სჯერა.-გამოძახების დრო ღამის 2 საათი.
***ექიმო, სანატორიუმის ბლანკის შევსება მინდა, რომელიც სამსახურში მომცეს, როგორ თქვენ არ იცით? -გამოძახება 20 საათზე, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი. ***ექიმო კისერი არ შეგიძლიათ დამიზილოთ?ახლა მალე საჭესთან უნდა დავჯდე.-გამოძახების დრო დილის 7 საათი.ინტელიგენტური გარეგნობის ქალი 40-45 წლის. ***ექიმო აეროპორტში ვერ წამიყვანთ? ბარგი ბევრი მაქვს და ტაქსში არ დაეტევა, გადავიხდი.-გამოძახების დრო ღამის 12 საათი. 50 წლის შუა აზიელი მამაკაცი. ***ექიმო ჩემი შვილი ერთი დღეა კუჭში არ გასულა.-დედა 70 წლის, შვილი მთვრალი, დაახლოებით 40 წლის. ***ექიმო არ შეგიძლიათ ისეთი ნემსი გამიკეთოთ, რომ სამუდამოდ დავიძინო?გამოძახების დრო-შუა ღამე.ქმარზე გაბრაზებული ქალი, დაახლოებით 50 წლის. ***ექიმო ჩემს კატას სტერილიზაციას ვერ გაუკეთებთ? გამოძახების დრო დილის 10 საათი.ხანშიშესული ქალბატონი. ***ექიმო იმიტომ გამოგიძახეთ, რომ ჩემს ბიჭს ესაუბროთ ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ.-გამოძახების დრო ღამის 1 საათი. დედა 40 წლის, შვილი 14-ის. ***ექიმო ჩემთან ერთად არ დალევთ? დღეს დაბადების დღე მაქვს.გამოძახების დრო-დილის საათები.როგორც აღმოჩნდა მამაკაცს დაბადების დღე 1 კვირის წინ ჰქონდა და იმის შემდეგ არ გამოფხიზლებულა. 515 6-ს მოსწონს |
ამაზე მაგრამ გამეცინა