x
image
ახალი თაობა
ინტერვიუ:სტეფანე მღებრიშვილი(22 კითხვა)
image






















კითხვა 1:რა არის შენი X-ფაქტორი?


image-შესაძლებელია რომ სულაც არ მაქვს X-ფაქტორი (იცინის)


კითხვა 2: ინტერნეტი თუ ტელევიზია



image-ინტერნეტი

კითხვა 3:როგორ გამოიყურება შენს ფეისბუქზე ინბოქსი?


image-ჩემი ინბოქსი არის აფეთქებული ძირითადად, ყოველდღე, სადაც არის განყოფილება სხვა იქ რო შევდივარ მეშინია იმიტომ რომ მწერენ ხანდახან გრძელ წერილებს რასაც ვერ ვკითხულობ ბოლომდე იმიტომ რომ ჯერ ერთი ძაან ბევრია და ნუ მერე ზოგი გადადის ზედმეტად ფსიქოგოლიკურ რაღაცეებში, აქედან გამომდინარე არ ვკითხულობ მაგრამ ისინი seen-ს ხედავენ და ამიტომ ჰგონიათ რომ წავიკითხე თუმცა ვიტყვი რომ არა, ვერ ვკითხულობ ძაან დიდებს, თუ შეიძლება მოკლე მესიჯები გამომიგზავნეთ.


კითხვა 4:შენ და გაბუნიას ნამდვილად გქონდათ კონფლიქტი თუ ეს ყველაფერი გამოგონილია?


image-სინამდვილეში არ ვჩხუბობთ, მაგრამ ეს კინკლაობა გრძელდებოდა ხოლმე კულისებს მიღმაც იმიტომ რომ როცა ჩაივლიდა რაღაცას მეტყოდა, მეც რაღაცას შევძახებდი.


კითხვა 5:შენთან ჩაწყობა არ მოსულა?

image-არამც და არამც, არ არსებობს, ჩემი შვილია, დისშვილია, მნიშვნელობა არა აქ, არ დავიხევს უკან, ხდებოდა ისეც რომ X-ფაქტორში ზოგ მონაწილესთან ახლოს ვიყავი მაგრამ ვაკრიტიკებდი იქედან გამომდინარე რომ მე ჩემს პროფესიას ვერ ვუღალატებ.


კითხვა 6:ტატუ გააქვს?


image-ტატუ არ მაქვს


კითხვა 7:რატო არ იკეთებ?


image-არ ვიკეთებ იქედან გამომდინარე ვიცი მომბეზრდება და ვთვლი რომ რაღაც დამატებითი შემაქვს ჩემს სხეულში, მიმაჩნია რომ ეგეთი არ დავბადბეულვარ, დიდი ცხვირი მაქ მაგრამ არასოდეს მიფიქრია შემოკლებაზე.


კითხვა 8:დილას რომელ საათზე იღვიძებ?

image-დილა არი ჩემთვის პირველი საათი

კითხვა 9:სელფის გადაღება გიყვარს?

image-სელფის გადაღება მიყვარს იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება ისეთ სიტუაციაში ვარ რომ არავინ არ არი და მინდა თუ არა სელფი უნდა გადავიღო, ვიღებ ხოლმე და ჩემს ფეისბუქზე ხშირად ვდებ.

კითხვა 10:ვინ ხარ ჰოროსკოპით?

image-ლომი

კითხვა 11:მკითხავთან ყოფილხარ ოდესმე?

image-არასოდეს არ ვყოფილვარ

კითხვა 12:რაზე დაკარგე დრო

image-დროს ვკარგავ ფუჭად უაზრო ხალხზე, აი მაგალითად როცა მაჩერებენ და ჭკუის სწავლებას რომ მიწყებენ, ვხვდები რომ აფსოლიტურად ალაზანზე არიან და აზრი არა აქვს და ვხვდები რომ ფუჭად ვკარგავ დროს ელემენტალურად.


კითხვა 13:ფეხბურთს უყურებ?

image-არა სამწუხაროდ, არ მაინტერესებს ფეხბურთი, ვარ ნამყოფი სასწაულ თამაშებზე, მაგალითად მილანში სან სიროს სტადიონზე მაგრამ ის მეგობრებს გავყევი და პრინციპში ჩემთვის ემოციურად არაფერი ისეთი არ იყო.

კითხვა 14:ხვალინდელ დღეს გეგმავ?

image-ხვალინდელი დღე გადაგეგმილი მაქვს რასაც ქვია და ეს ის შემთხვევაა როდესაც ტელეფონში ჩავიწერე იმიტომ რომ იმდენი რამე ხდება ხვალ რომ მივხვდი რომ უნდა ჩამეწერა.

კითხვა 15:რა სახელს დაირქმევდი შენი ნება რომ იყოს?

image-სტეფანეს დავირქმევდი

კითხვა 16:ენერგიას რა გართმევს?

image-ენერგიას მართმევენ არასწორი ადამიანები რომლებიც ფუჭად მახარჯინებენ დროს.


კითხვა 17:რისი ყურება გსიამოვნებს?

image-კარგი ფილმების ყურება მსიამოვნებს, ყველაფერი რაც ლამაზია მსიამოვნებს

კითხვა 18:ყავა თუ ჩაი

image-ორივე, გააჩნია განწყობას, ძაან მერყევი ხასიათი მაქვს აქედან გამომდინარე ხშირად ყავა, როდესაც გავდივარ თუმცა არი მომენტი საღამოობით როდესაც ჩაი მირჩევნია.


კითხვა 19:ვისთან ერთად დალევდი საღამოს 1 ჭიქა ღვინოს?

image-გელა ჩარკვიანთან დავლევდი

კითხვა 20:ეწევი?

image-გააჩნია რას (იცინის) კი ვეწევი


კითხვა 21:როგორ გამოხატავ გაბრაზებას?

image-გაბრაზებას გამოვხატავ გინებით, ყვირილით, შეიძლება ვიღაცას დავარტყა კიდეც.

კითხვა 22:ყველაზე კარგად სად გრძნობ თავს?

image-ამსტერდამში, იმიტომ რომ იქ მაქ იმის მიღების უფლება რაც მჭირდება, ეს არ არი მარტო მარიხუანასთან დაკავშირებული თავისუფლება, ადამიანების ჰუმანურ დამოკიდებულებაზე ვგიჟდები და ეს არის ზოგადად ქალაქი სადაც კარგად ვგრძნობ თავს.წელიწადში ვცდილობ ბევრჯერ ჩავიდე.











0
104
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0