x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
რა ოცნება ვერ აიხდინა ნინი ბადურაშვილმა?

imageმომღერალი ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ნინის უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავს. მომღერლის ცხოვრება კი მუდამ ჭორებითაა მოცული, ყვითელ პრესას კი ნინიზე სტატიები არ ელევა. რას იზამ, ჟურნალი, რომელზეც ნინის ფოტოს მოჰკრავთ თვალს ჯიხურების დახლებიდან სწრაფად ქრება.

მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ პოპულარულ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიხილეთ. შეთავაზებები პროექტის პირველივე სეზონიდან ჰქონდა, მაგრამ ორსულობამ ხელი შეუშალა და სანამ მომღერალი სასურველ ფორმაში არ ჩადგა სცენაზე ვერ ვიხილეთ. დიდი მონდომების მიუხედავად ნინიმ პროეტი მესამე საკონკურსო ტურიდან დატოვა. მომღერალი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებაზე ოცნებობდა, მაგრამ ამაოდ. ნინიმ ეს ოცნება ვერ აიხდინა. ეკა კახიანის მტკიცებით, ის სულ სარკის წინ იდგა და ვარჯოშობდა, ოჯახი და შვილიც კი დაავიწყდაო. ელენე ამ ხნის მანძილზე მამასთან, ირაკლი კუტალაძესთან ერთად ისვენებდა.

ეკა ამტკიცებს, რომ ჯობდა ნინის პროექტში მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო, კონკურსები მისი საქმე არ არისო. "მთავარი ის არის, რომ კარგი ცეკვა იყო და ღირსეულად დავტოვეთ პროექტი. მადლობა ყველას და პირველ რიგში ოთოს"-წერდა ნინი სოციალურ ქსელში. მომღერალი გულდაწყვეტილი ჩანს, მაგრამ რას იზამს. ვუსურვოთ ნინის წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

imageimageimage


0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0