x
image
natia.a
15 ნიშანი იმისა, რომ ონლაინ შოპინგზე ხართ მიჯაჭვული
imageგასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს ონლაინ შოპინგი განსაკუთრებით პოპულარულია. მას ბევრი უპირატესობა აქვს: ვზოგავთ როგორც დროს, ასევე ენერგიას და ხშირ შემთხვევაში, ფულსაც. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერნეტში "საყიდლებზე სიარული" ბოლო დროს ერთგვარ დამოკიდებულებადაც იქცა, რაც უკვე სცილდება ნორმალურის ფარგლებს და სახიფათო სახეს იღებს.

გთავაზობთ 15 ნიშანს იმისა, რომ თქვენ უკვე მიჯაჭვული ხართ ონლაინ შოპინგზე და სასწრაფოდ გჭირდებათ მისგან გათავისუფლება.


1. კომპიუტერში მუშაობისას ყოველთვის, ან უმეტესად მაინც, გახსნილი გაქვთ ონლაინ მაღაზიის გვერდი.image


2. დღის დიდ ნაწილს ატარებთ ონლაინ მაღაზიებში "ხეტიალში", რათა შეიტყოთ ახალი ან ფასდაკლებული პროდუქციის შესახებ.image



3. თქვენ საფოსტო ყუთში რეალურ იმეილებზე მეტი რაოდენობით მოდის სარეკლამო შეტყობინებები ამა თუ იმ მაღაზიიდან.


4. როცა რომელიმე მაღაზიიდან სეილის შესახებ შეტყობინება მოგდით, ერთი სული გაქვთ, როდის შეხვალთ მის საიტზე.image


5. სამსახურში, სხვებისგან ფარულად, ონლაინ შოპინგით ხართ დაკავებული.


6. საამანათო სერვისის განსაკუთრებით ერთგულ მომხმარებელთა შორის ხართ.


7. ზოგჯერ ისეთი ამანათები მოგდით, რომლებიც აღარც გახსოვთ როდის შეიძინეთ.

image


8. სპეციალურად გააცდინეთ სამსახური ან სამუშაო სახლში წამოიღეთ, რათა სახლში ყოფილიყავით შეძენილი პროდუქტის მოტანისას.


9. თქვენი სანაგვე ყუთი მუდმივად სავსეა შესაფუთი მასალებით.


10. მობილურზე ონლაინ შოპინგისთვის რამდენიმე სხვადასხვა აპლიკაცია გაქვთ დაყენებული.


11. აღარ გხიბლავთ რეალურ მაღაზიებში სიარული და როცა ვინმე საყიდლებზე წასვლას გთავაზობთ, პასუხობთ: "რა საჭიროა ამისთვის წასვლა, შეგვიძლია უბრალოდ გამოვიწეროთ".


12. უკმაყოფილო ხართ, როცა გამოწერილი ნივთი არ მოგწონთ, სამაგიეროდ მზად ხართ იგივე პროცესი გაიმეოროთ და რამდენიმე დღე ელოდოთ შეცვლილი ნივთის მოტანას.


13. შემთხვევით ერთი და იგივე ნივთი ორჯერ შეიძინეთ.

image


14. საშინლად ბრაზდებით, როცა ნივთი, რომელიც გსურდათ, გაყიდულია.

image


15. ფიქრი იმაზე, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ამა თუ იმ ნივთის გამოწერა, თუნდაც ფასდაკლებით, ყოველთვის დადებითი პასუხით მთავრდება.

image





0
35
შეფასება არ არის
ავტორი:natia.a
natia.a
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0