x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ნამცხვარი "სამეფო" - ორიგინალური "პეროგი" ვაშლით და კრემით
imageგთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს ციკლიდან გამოცდილი რეცეპტები. ეს არის ერთგვარი უჩვეულო პეროგი გახეხილი ვაშლითა და მოხარშული კრემით. განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ტკბილი და მომჟავო გემოს ერთობლიობა მოსწონთ.


მოსამზადებლად დაგვჭირდება:


ცომისთვის


6 კვერცხის გული


1 ჩ.ჭ. არაჟანი

2 ჩ.ჭ. შაქარი

100 გ. კარაქი

1 ჩ.კ. სოდა + 1 ს.კ. ძმარი

ვანილი

ფქვილი, რამდენსაც შეიზელს


კრემისთვის


4 კვერცხის გული

500 მლ. რძე

1, 3/4 ჩ.ჭ. შაქარი

0.5 ჩ.ჭ. ფქვილი

150 გ. კარაქი

ვანილი


5 ცალი საშუალო ზომის გახეხილი ვაშლი


მომზადება:


კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი, გამლღვალი კარაქი, სოდა, ძმარი, ვანილი და ფქვილი. მოვზილოთ ნაზი ცომი. გავყოთ 4 ნაწილად (3 დიდი ნაწილი + 1 ძალიან პატარა) და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ თხელ ფენებად, ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაზე, 180 გრადუსზე, 15 წთ.


კრემის მოსამზადებლად კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი ხელის სათქვეფით გავთქვიფოთ, შევურიოთ ფქვილი და ნელ-ნელა შევურიოთ მდუღარე რძე. გავდგათ ცელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ არ გასქელდება. გავაგრილოთ და შევათქვიფოთ კარაქი.


აწყობა:


3 დიდი ფენას წავუსვათ ჯერ გახეხილი ვაშლი, მერე - კრემი. პატარა ფენა დავფხვნათ და ნამცხვარს თავზე მოვაყაროთ.






0
638
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
638
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0