x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
გამარჯობათ,მე გიჟი ვარ!

image გამარჯობათ!მე გიჟი ვარ, ყველაზე მხიარული და გულწრფელი გიჟი.არ ვიცი როდის ან რატომ გიჟდებიან ადამიანები, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ამაზე.განსაკუთრებით მაშინ, როცა დილით სკოლაში წასვლის წინ თეთრ პერანგს ვიცვამ.(მგონი მიხდება კიდეც ) სკოლაში და საზოგადოებაში ბევრად მეტს ვსაუბრობ, ვიდრე სახლში.განსაკუთრებული შემთხვევების გარდა იშვიათად გავდივარ გარეთ.სულ შინ ვარ, ჩემთვის...ამას თავისი მიზეზი აქვს, მეშინია ადამიანების...უფრო სწორად მათი დაკარგვის, რადგან უკვე მივეჩვიე იმას, რომ ან მე ვუშვებ მათ ჩემგან ან თვითონ მტოვებენ.მიდიან ჩემი სულიდან, ზოგი კი იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან...
ხშირად ვფიქრობ განვლილ წლებზე და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია ბედნიერი წუთები.ხანდახან, როცა ძალიან სევდიან განწყობაზე ვარ, ცრემლებიც მერევა ხოლმე.მეც ვტირი, რადგან მეც ადამიანი ვარ და მაქვს გრძნობები.ალბათ გიკვირთ, რადგან მუდმივად მომღიმარს მხედავთ, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.ჩემი აზრით, ყველა ტკივილი ბევრად ადვილი ასატანია ღიმილით და საერთოდ რა აზრი აქვს ცრემლებს? დიდი ხანია უნდა გაეკეთებინათ ცოცხალ-გარდაცვლილთა სასაფლაო.სიამოვნებით დავმარხავდი იქ საკუთარ თავს და მერე ვივლიდი, როგორც ბედნიერი ჭირისუფალი...
ყოველთვის ვიყურები ცისკენ.იქ სულთან ახლოს მყოფი ადამიანი მეგულება.იქ არის ჩემი ადგილიც.ვერ წავედი, მიუხედავად ამდენი შესაძლებოლობისა, ისევ ცოდვილ მიწაზე დავრჩი.უფალმა არ მიმიღო თავისთან, არ მაპატია ჩემი შეშლილობა.მას ხომ მშვიდი ვუყვარდი.მაპატიე, გატკინე უფალო, მხოლოდ ამას თუ ვნანობ ამ ხნის მანძილზე.იმ წუთების მიუხედავად მინდა იცოდე, რომ ჩემი რწმენა ძლიერია, იმაზე ძლიერი ვიდრე მაშინ იყო.რა კარგად გითქვამს ჩემო ტერენტი:
“ ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა. “
თითქოს ეს იყო ჩემდამი შენი გამოსარჩლება, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვეღარ ვეღირსე, რადგან არ მოვინანიე.უბრალოდ დამღალა საკუთარი თავისთვის ჯიუტად იმის ჩაგონებამ, რომ ძლიერი ვარ, ყველაფერს გავუძლებ და ავიტან.არადა ყოველთვის ვცდილობდი ემოციები მეკონტროლებინა და მაინც ამ ბოდვამდე მივედი, რომელსაც არც კი ვიცი რა დავარქვა.პესიმიზმს ვებრძვი, მაგრამ რაღაც მომენტებში ვმარცხდები მასთან.მე ხომ არ ვარ ასეთი, მე ყველა და ყველაფერი მიყვარს.ყველაზე მეტად კი ადამიანის სული, მისი გულის ფეთვის და გახშირებულის სუნთქვის ხმა.შემიძლია ადამიანები მიყვარდეს გაგიჟებამდე მიუხედავად იმისა, იგივეს ვიგრძნობ თუ არა მათგან და რა გასაკვირია, რომ სითბოსა და სიყვარულს მიჩვეული, უხეშობას და ცივ მზერასაც კი ვერ ვუძლებ.არადა ამასაც ჩვეული ღიმილით ვხვდები.თუმცა ხანდახან ძალიან მინდა ვინმეს მხარზე თავი დავადო და ავტირდე...ადამიანების დაკარგვის გარდა მეშინია სული არ გამიუხეშდეს.ვნატრობ გაზაფხულს, აი, ისეთს სულის გაზაფხულს, რომ უწოდებენ.ახლა როცა ასე ვარ, მჭირდება “ციცინათელა“ ჩემი ცხოვრების გზის ფერმკრთალი მანათობელი...და მაინც დრამატიზმი...არ მიყვარს დამშვიდობება!წავედი!უბრალოდ და მარტივად, მერე რა მოსვლაც თუ არ ღირდა...


ავტორი: ივდო-ოტობარი(ივდითი ხაზალია)

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0