x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
დარვინის პრემია
სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას ეწვევა, ის ადამიანებში შიშს და ტკივილის გრძნობას იწვევს, თუმცა ისეთი მძიმე თემა როგორიც გარდაცვალებაა შესაძლოა ღიმილის მომგვრელიც კი აღმოჩნდეს.
image














დარვინის პრემია-მას დამფუძნებლები ორ შემთხვევაში გასცემენ<ერთი ყველაზე სულელური და აფსურდული სიკვდილისთვის, <მეორე ვინც უაზრო მიზეზის გამო დაკარგა შვილის ყოლის შესაძლებლობა და ამით მსოფლიოს განვითარებაში დადებითი წვლილი შეიტანა.რატომ დადებითი?მეცნიერი ჩარლზ დარვინი თვლიდა რომ სულელი ადამიანი კაცობრიობის გენოფონდს აფუჭებს და თუ ასეთი ადამიანი თავადაც აღარ იარსებებს და შთამომავლობასაც არ დატოვებს ეს კაცობრიობას მხოლოდ დადებით შედეგს მოუტანს.დარვინის პრემია ყოველწლიურია, ის 1982 წლიდან გაიცემა.დღეს იმ ამბებს მოგითხრობთ რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ დარვინის პრემიას.


1.კალიფორნიელმა ჯეიმს ელიოტმა მაღაზიაში ძარცვის დროს იარაღიდან გაისროლა, ტყვია არ გავარდა, ამის შემდეგ ელიოტმა საოცრება ჩაიდინა, მან ლულას ჩახედა, სასხლეტს გამოკრა თითი და დარვინის პრემიის მფლობელიც გახდა.


2.უკრაინული წყვილი არც მეტი არც ნაკლები ვნებამ მიიყვანა საკმაოდ სამწუხარო დასასრულამდე, ახალგაზრდები განმარტოვდნენ მანქანაში დნეპრის სანაპიროზე, ისინი ისე გაერთნენ რომ ყურადღება არც კი მიაქციეს მანქანას რომელიც ნელ-ნელა წყლისკენ დაეშვა, მდინარიდან ამოსვლა კი ვეღარ შეძლეს.



3.ვიეტნამის ქალაქ ხოშიმანას ხიდზე უამრავმა ცნობისმოყვარე ადამიანმა მოიყარა თავი, ისინი ახალგაზრდა გოგონას თვითმკვლელობის მცდელობას ადევნებდნენ თვალს, ცნობისმოყვარეები ინტერესით ელოდნენ გადარჩებოდა თუ დაიღუპებოდა გოგონა, თუმცა ამდენ ადამიანს ხიდმა ვერ გაუძლო და მდინარეში ჩავარდა.გოგონა გადარჩა, ცნობისმოყვარეებიდან კი 9 ადამიანი დაიღუპა.


4.ვეტერანმა ალპინისტმა ჟერარ ომელმა 6-ჯერ დალაშქრა ევერესტი, ის საკუთარ სახლში ნათურის გამოცვლის დროს კიბიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა.


5.70 წლის იტალიელმა არმანდო პინელიმ დიდი ხნის განმავლობაში იკამათა მეზობელთან, თუ ვინ დაისვენებდა პალმის ჩრდილის ქვეშ მდგარ ერთადერთ სკამზე, მან გაიმარჯვა ამ კამათში, რის შემდეგაც პალმის ხე ჩამოვარდა და პირდაპირ პინელის დაეცა.


6.კალიფორნიის ზოოპარკის მეთვალყურემ სტივ კონერმა სპილოს ცხოველების კუჭის მოქმედების წამალი დაალევინა რის შემდეგაც მას უკან ამოუდგა და დაელოდა წამლის მოქმედებას, რამდენიმე წუთში სტივი სპილოს განავალში ჩაიხრჩო.


7.დარვინის პრემია მიენიჭა ადამიანს რომელმაც აპარატში ხურდის ჩაგდების გარეშე გამაგრილებელი სასმელის ჩამოგდება გადაწყვიტა, აპარატთან ჭიდაობის შემდეგ ძუნწ მომხმარებელს აპარატი თავზე დაეცა და გასრისა.


და ბოლოს ეცადეთ ცხოვრებაში მიზნად ნობელის პრემია დაისახოთ


0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0