x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ვის გამო ავიდა X factor-ის სცენაზე თამთა გოდუაძე

ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი, რომელიც მას უფალმა უბოძა და დროთა განმავლობაში ის აუცილებლად გამოვლინდება. ის დიდი გრძნობა კი, რასაც სიყვარული ჰქვია, ყველა იმ საქმის წინაპირობაა, რაშიც ეს ნიჭი უნდა გამოიყენო და წარმატებას მიაღწიო.image
ჭკვიანი განათლებული და გემოვნებიანი ასე ახასიათებენ მას. ფართო ასპარესზე ჯერ არ გამოჩენილა მაგრამ მას უკვე ჰყავს ბევრი თაყვანისცემელი.
საზოგადოების ნაწილმა მის შესახებ პროექტ " ახალი ხმიდან" გაიგო შემდეგ იყო "X factor" -ი
მაგრამ ამის მიუხედავად, ის აღარსად ჩანს ამიტომ გადავწყვიტე მასთან გასაუბრება.
გთავაზობთ ინტერვიუს- გუდუნა (იოვანე ) დარბუაშვილთან

-სატელევიზიო პროექტებში სულ ორჯერ მიიღე მონაწილეობა, არცერთხელ არ გაგიმართლა. ახლა ხომ არ ნანობ მონაწილეობის მიღებას?


-გამიკვირდა ინტერვიუ, რომ შემომთავაზეთ (იცინის) არა რათქმაუნდა, არ ვნანობ. "ახალ ხმაში" მონაწილეობას როცა ვღებულობდი, გამოუცდელი ვიყავი პირველად დავდექი სცენაზე და ნებისმიერი გადაწყვეტილება, მისაღები იყო ჩემთვის. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, არ ვთვლი რომ X factori -უშედეგო იყო. უბრალოდ ტელევიზიით აღარ გაუშვეს ჩემი ნომერი, ასე მარტო ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. image


-მართალია ის ფაქტი შენი ნამღერი იმდენად მოეწონა "თამთა გოდუაძეს" რომ სცენაზე ამოვიდა?
- ალბათ მოეწონა, კი სიმართლეა სცენაზე ამოვიდა და როგორც მახსოვს ჩამეხუტა ძალიან თბილი ადამიანია.

-გარკვეულწილად ეს ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ საერთოდ აღარ ჩანხარ?

- ყველაფერი სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, ბუნებრივია ეს კითხვაც არ გაჩნდებოდა. ამ ეტაპზე ვსწავლობ და ფაქტიურად დროც არ მრჩება ვიფიქრო ამ კუთხით სიახლეებზე .
image


-ახლა რას საქმიანობთ? როგორც ახსენეთ სწავლობთ? მხოლოდ ამ მხრივ არის თქვენს ცხოვრებაში სიახლე? რა პროფესიას ირჩევთ სამომავლოდ?


- ამჟამად ვსწავლობ და ვფიქრობ მომავალი პროფესიის სწორად არჩევაზე . ხელოვნება, ბავშობიდანვე ჩემი მოწოდება იყო. ხელოვნებისადმი სიყვარულს ჩემი ოჯახი და გარემოცვა უფრო მეტად მიღრმავებდა . მაგრამ ისე არ აეწყო ჩემი ცხოვრება, როგორც მინდოდა ნუ ასე მოხდა " საქართველოს "- ისედაც ეყოფა სხვებისაგან მე თუ არ დავადანაშაულე ...
პროფესიას რაც შეხება რათქმაუნდა ფსიქოლოგია, ასევე ვაპირებ სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხითაც გავაგრძელო. მაინტერესებს კრიმინალისტიკა (კრიმინოლოგია) და არ გამიკვირდება ცხოვრების ბოლომდე უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში რომ ვიარო (იცინის)
image

-ანუ შესაძლებელია მუსიკაზე და თეატრზე უარის თქმა მოგიწიოს?

-არა რათქმაუნდა, ამასთან დაკავშირებით მთლად ისეთი მოდუნებულიც არ ვარ როგორც ჩანს .

- უნდა ველოდოთ შენგან ამჯერად რომელიმე სხვა პროექტში გამოჩენას?

- იცით, არასოდეს არაფერს გამოვრიცხავ მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ აღარ მივიღებ მონაწილეობას .

- ამის მიზეზი ის ხომ არაა რომ არგაფასებენ?

- და ვინ უნდა დამაფასოს? არა რათქმაუნდა მე მიმაჩნია რომ მარცხი ცხოვრებაში არ არსებობს, ყველაფერი ცოდნის მიღებას "გამოცდილებას" უკავშირდება . მიზეზი ის გახლავთ რომ პროექტს თუ სახელს შეუცვლიან ან ფორმატს ეს არ ნიშნავს რომ მათი შემადგენელი ნაწილი იცვლება ადამიანები რომლებიც "პროექტებზე მუშაობენ" (იღიმის) image


- ანუ თვლით, რომ თქვენი ნიჭი აქ სათანადოდ ვერ დააფასეს?

- არა, უბრალოდ ვთვლი რომ ამის საშვალება არ მომცეს. ჩემს მდგომარეობაშია დღეს ძალიან ბევრი ჩემზე მეტად ნიჭიერი ადამიანი მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად მომღერლის პროფესიაში – სიმღერა, აპლოდისმენტები, პრესის ყურადღება...

- იცით ალბათ მუსიკა და თეატრი ერთადერთი საშვალებაა იმის რომ ჩემი თავი ბოლომდე გამოვავლინო და თუ ეს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს დაიმსახურებს ორმაგად სასიამოვნოა . დანარჩენს ალბათ ვერაფერს ვიტყვი, ორიგინალურს უბრალოდ მუსიკას ყველაზე უკეთესად ესმის იმ სიჩუმის რომელიც ჩვენშია.
image

- სანამ შენთან დაკავშირებას გადავწყვეტდი, ერთი ორ შეკითხვა შენ მეგობრებსაც დავუსვი და მითხრეს "ძალიან მაგარი ფსიქოლოგიაო" - მგონი ჩვენ არ გველაპარაკება იმდენს რამდენსაც თავის "პაციენტებსო " მოგვიყვები ამის შესახებ?


- (იცინის) არა, ნამდვილად ვერ ვუწოდებ ჩემს თავს ჯერჯერობით შემდგარ პროფესიონალს მაგრამ ეს საქმე ძალიან კარგად გამომდის დიდ სიამოვნებას ვიღებ ამიტომ ჩამოვაყალიბე ჯგუფი, სადაც არა მხოლოდ მე არამედ პროფესიონალი ფსიქოლოგებიც მუშაობენ .

-კი მაგრამ შენი მეგობრები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ დიდი ყურადღებაა ამ კუთხით შენს მიმართ? ანონიმურად ესაუბრებით კლიენტებს თუ უმხელთ ვინაობას?

-ჩვენ არ გვყავს კლიენტები, ჩვენ უბრალოდ ვუწევთ კონსულტაციას .
ამავდროულად ვსწავლობ ამ კუთხითაც და ვცდილობ მათთვის გასაგებ ენაზეც აიხსნას ეს ყველაფერი .
გაჩნია ინდივიდის სურვილს, თუ სურვილი აქვს გავუმხელთ ვინაობას, არის პერიოდი როცა დიდი დატვირთვით მიწევს მუშაობა არის პერიოდები როცა საერთოდ ვჩერდები .


-იყო შენს სახელთან დაკავშირებული ურთიერთობები, არვიცი რამდენად სკანდალური მაგრამ განხილვის თემა რომ გახდა ამაზე ორი აზრი არაა. ჯერ იყო ურთიერთობა ყველასთვის ცნობილ მომღერალ მარიამ კახელიშვილთან, შემდეგ ანი გოზალიშვილთან რომელსაც ხალხი პროექტ " საქართველოს ვარსკვლავიდან" იცნობ ასევე მეგობრობდი გიორგი ქისტაურთა, ამ ყველაფერმა უარყოფითი გავლენა მოახდინა შენზე? imageimage




- უარყოფითი ნამდვილად არ მოუხდენია, შემიძლია ვთქვა რომ სამივე ჩემი ძალიან კარგი მეგობარია.. სხვა რას ფიქრობს ამაზე, არც ვინტერესდები . არ მიმაჩნია ჯანსაღად ამ კუთხით რჩევის ან უფლების აღება საზოგადოებისგან.

-ამჟამად შენი გული დაკავებულია?

- არა
image



- თაყვანისმცემლები არ გაკლია, შენს ფეისბუქის გვერდი ათასობით კომენტარით აჭრელებულია, ცნობილი ფაქტია შენი გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს. როგორი ურთიერთობაგაქვს მათთან?image


- ძალიან დიდი ბედნიერება, მიხარია როცა ვუყვარვარ ადამიანებს. ურთიერთობას ვერავისთან ვახერხებ, მითუმეტეს ახლა ძალიან იშვიათად თუ შევალ facebook-ში მიმაჩნია რომ ეს ძალიან დიდი დროის კარგვაა, ძლივს გადავეჩვიე ამ მანიას (იცინის)image



















0
513
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე გლურჯიძე
ალექსანდრე გლურჯიძე
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0