x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ტყუპების ფენომენი
დღე როდესაც პირველად ნახულობ მას, უყურებ მის მოძრაობას, გესმის მისი გულის ძგერა და უეცრად იგებ რომ ის ერთი არ არის.
image









ტყუპები ეს არის ბუნების საოცრება რომელსაც შუძლია ადამიანის კლონირება, მათ იდენტური გენეტიკა აქვთ, მსგავსება ზოგჯერ დაუჯერებელია.როგორც ყველა ბავშვის, ტყუპების ცხოვრებაც ერთი განაყოფიერებული უჯრედით იწყება, მას ზიგოტა ეწოდება, ის 23 წვრილ ქრომოსომას შეიცავს, დედის კვერცხუჯრედისა და მამის სპერმატოზოიდის გენურ უჯრედებს, ერთად ზიგოტა იმ გენების კრებულს წარმოადგენს რაც ადამიანის სიცოცხლისთვისაა საჭირო.image
განაყოფიერებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქრომოსომების შემცველი უჯრედი იწყებს გასაოცარ მოგზაურობას, ის მილის გავლით საშვილოსნოს მიმართულებით გადაადგილდება, უჯრედი იწყებს გაყოფას, ამ სწრაფადგამრავლებად უჯრედებს ბალაცისტები ეწოდება, ზუსტად ამ ეტაპზე ხდება ყველაზე გასაოცარი რეპროდუქტიული ანომალია ბუნებაში.განაყოფიერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბალაცისტები უეცრად ორ ნაწილად იყოფა, ყოველი მათგანი შეიცავს აფსოლიტურად ერთნაირ ქრომოსომებს რომელშიც იდენტური გენებია.ორი ბალაცისტი კი საბოლოოდ ორ ადამიანად ყალიბდება.ზუსტად როგორ და რატომ იყოფიან ბალაცისტები ეს რეპროდუქციული მეცნიერების უდიდეს ამოცანად რჩება.

image
არსებობენ შერეული გენის ტყუპები, თუ მათ განსხვავებული კანის ფერის მშობლები ყავთ შესაძლოა რომ ერთში დედის მეორეში კი მამის გენმა იმძლავროს.

image


მაგალითად ერთი ტყუპი შესაძლოა თეთრკანიანი და მეორე ფერადკანიანი დაიბადოს.



მიუხედავად იმისა რომ ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებული ტყუპების გენეტიკა აბსოლიტურად იდენტურია მათ განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ.რატომ ემსგავსებიან ერთმანეთს არამხოლოდ გარეგნულად არამედ თვისებებით? ეს თემა ოდითგანვე ძალიან სადისკუსიო იყო არამარტო ტყუპებში.უშუალო გენეტიკური განწყობა თუ აღზრდის მეთოდები და გარემო სადაც იღზრდება.საბოლოო ჯამში ჯერჯერობით ეს პოლემიკა ისევ გრძელდება და ვერავინ ვერ დაამტკიცა.ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები მაგრამ ალბათ ყველაზე კარგი იქნება ერთი საუკეთესო შუალედის გამონახვა“ერთიც და მეორეც".


ამერიკაში ოჰაიოს შტატში არის პატარა ქალაქი “თვინსბურგი"( სახელწოდებაც ტყუპებიდან წარმოდგება).სადაც ყოველწლიურად ტყუპების ფესტივალი იმართება.იქ აღმოჩნდა რომ 20-30 წის უნახავი ერთ კვერცუჯრედიანი ტყუპები ანუ იდენტური ტყუპები რომელთაც ერთმანეთი არ უნახავთ არასოდეს 30 წლის განმავლობაში, აღმოჩნდა რომ მათ ერთნაირი პროფესიები ჰქონდათ არჩეული, დაახლოებით ერთნაირი შეხედულების და მენტალობის მეუღლეები ყავდათ და დაახლოებით ერთნაირი გატაცებები და ჰობები ჰქონდათ.

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0