x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508601
სიმართლე უცხოპლანეტელების შესახებ

უცხოპლანეტელები კოსმიური მოგზაურები თუ დემონური სულები?


imageამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იცნობდნენ, მაგალითად:სანსკრიტის ენაზე სიტყვა “ბჰაშ", რომელიც აღნიშნავდა “ეშმაკს", იმავდროულად ითარგმნებოდა როგორც “მანათობელი", აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეშმაკები ხშირად მანათობელი ობიექტის სახით გამოჩნდებიან ხოლმე.არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრის ევფრატზე გადასვლისას დააკვირდნენ მფრინავ ობიექტებს რომელსაც არისტოტელემ “მფრინავი დისკოები" უწოდა.ამ ობიექტებზე ქრისტიანობის აყვავების ხანაში იკარგება მათ შესახებ ცნობები, მხოლოდ ცალკეული მინიშნებები მოიპოვება, შემდეგ კი მათ შესახებ ცნობები მრავლად ჩნდება უკვე მეცხრამეტე საუკუნეში.



მამა გაბრიელი ხშირად აფრთხილებდა მრევლს, რომ ადამიანები ცაში დაიწყებენ ყურებას, ეგონებათ უცხოპლანეტელები უშველიან მათ, მაგრამ ისინი “სახეცვლილი დემონები ", არიანო.


თანამედროვე ეპოქაში ჩამოყალიბდა თითქმის მთელი თაობა, რომელსაც პერიოდული ან მუდმივი კავშირი აქვს უცხოპლანეტელებთან და მოქმედებენ მათი მითითების თანახმად, როგორც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია, ადამიანთა ურწმუნოების, ლოცვისა და მარხვის ღვაწლის უქონლობის გამო, ბნელი ძალები გამოცდის გზაზე დიდ ძალასა და სახელმწიფოებს მიიღებენ.როგორც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის “კონტაქტებიდან" არის ცნობილი, საკუთარ თავზე საუბრისას “უცხოპლანეტელები" განსაკუთრებულად არც კი მალავენ თავიანთ მიზნებს.ისინი ჩვენს სულიერ განვითარებაზე ოკულისტური თვალსაზრისით “ზრუნავენ" და ამის “განვითარებას" უკვე მზა “კონტაქტების", მათი აზრების, იდეების და ენერგიების გამტართა მეშვეობით ახორციელებენ.ეს ყოველივე ეთანხმება წინასწარმეტყველებას ბოლო ჟამზე “რამეთუ აღდებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს რათა რჩეულნიც შეაცდინონ, თუკი შეაცდენენ".

3
216
2-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
216
  
2014, 24 ოქტომბერი, 0:28
მე იმას ვიმეორებ რაზეც სხვებმა უკვე ისაუბრეს,სამწუხაროდ მე არ შემიძლია გაგცეთ პასუხი თქვენს კითხვაზე იმიტომ რომ ეს მოსაზრებები მე არ მეკუთვნის ,
2014, 23 ოქტომბერი, 20:09
უცხოპლანეტელებს თუ რამე ცუდი განზრახვები აქვთ, მაშინ აქამდე აღასრულებდნენ ჩანაფიქრს, ნუთუ საუკუნების მანძილზე ვერ მოახერხეს ჩვენი სულიერების განვითარება იმ დონემდე რა დონემდეც აწყობთ მათ? როგორც ვიცი ქრისტიანობა უცხოპლანეტელების არსებობას არ აღიარებს, აქ კი საპირისპიროს ვკითხულობ იქნებ გამარკვიოს ავტორმა ან კომპეტენტურმა პირმა.
2014, 23 ოქტომბერი, 18:10
"უცხოპლანელეტელები", თუკი ჩვენ ვარსებობთ რატომაა გასაკვირი მათი არსებობაც?? სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია..
0 1 3