x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სიყვარული მარადიული გრძნობაა

imageსიყვარული...ეს არის თვით უფალი.ის ისეთივე მარადიულია როგორც უფალი...ალბათ ყველამ იცის ვინ არის ეშმაკი...ანგელოზი რომელიც ზეციდან ჩამოვიდა და ჭეშმარიტება და სიყვარული მიატოვა, ის ზედმეტად ძლიერი იყო სხვა ანგელოზებთან შედარებით რადგან თვით უფალს დაუპირისპირდა...ასე რომ გარკვეული ნაწილი სიყვარულს ჩამოშორდა...ჩვენ ადამიანები ამ წმინდა გრძნობას ერთმანეთს ვუზიარებთ.მაგრამ ის სრულყოფილი არასოდესაა და ვერც ვერავინ ეზიარება ამ სრულყოფლებას, რადგან ეშმაკი რომელიც სიყვარულს გამოეყო თვით ამ სიყვარულს ანგრევს.ის სახლდება ყველა იმ პიროვნებაში რომელიც სუსტია, არ ლოცულობს სიყვარულისთვის და ჰგონია “მე ის მიყვარს" და როდესაც შორდებიან მეორე ნახევარს ამბობენ “სიყვარული არ არსებობს, ეს ხომ სისულელეა და უაზრობა" არადა სანამ დაშორდებოდა მის მეორე ნახევარს მანამდე მასზე მეტად არავის არავინ უყვარდა, მასზე მეტად არავინ იცოდა რა იყო სიყვარული.ბოროტება არის ყველა ბედნიერების დამანგრეველი მაშინ როდესაც “იცი რაც არ იცი" და ხარ “სუსტი"...მოდი საკუთარ თავს ვკითხოთ რომ როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ სიყვარულს და ვუარყობთ მის არსებობას ვართ თუ არა ისეთი ძლიერი რომ თვით უფალს გავუტოლდეთ?არა და ეს აბსურდია...მაშინ ყველამ სიკეთე და სიყვარული ვპოვოთ ჩვენს თავში, გავუფრთხილდეთ სიყვარულს და დავაფასოთ ყოველთვის დაკარგული სიყვარული.თუ არ დააფასებთ ძველ სიყვარულს მერწმუნეთ მომავალი სიყვარული დაბლა დაგცემთ იმიტომ რომ თქვენ არ დააფასეთ ის სიყვარული რომელიც წინათ იყო...შეიძლება ვთქვათ ის ხომ იყოო? ნამდვილად ის იყო მაგრამ ის თუ არ დააფასე ახალი როგორღა უნდა დააფასო...

0
41
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0