x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რისთვის უხდის თეონა კონტრიძე ქმარს საჯაროდ მადლობას?
imageმომღერალი თეონა კონტრიძე ცნობადი და ბევრისთვის საყვარელი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალია. თეონა საქართველოდან დაახლოებით 20 წლის წინ წავიდა. მომღერალს აღიარების სურვილი ამოძრავებდა... მიაღწია კიდეც... ერთი შეხედვით ჩანს, რომ თეონა საკმაოდ მეამბოხე, თავისუფალი და პირდაპირი ადამიანია. საკუთარ აზრს ყოველთვის პირდაპირ გამოხატავს და ხშირად ამისთვის სოციალურ ქსელებაც იყენებს.image


ამჯერად მომღერალი მადლობას მეუღლეს, ნიკოლაი კლიპოვს უხდის. წყვილმა დაახლოებით 6 წლის წინ იქორწინა და უკვე შვილებიც ჰყავთ. რით დაიმსახურა ნიკოლაიმ სახალხო მადლობა მეუღლისგან? ეს ალბათ თავად უკვეთ იცის, სავარაუდოდ კი ამ განცხადებით მომღერალი საქართველოში მამაკაცების ცოლებზე ძალადობას ეხმაურება.


"ქმრის არჩევა ისეთივე თვითრეალიზების ნაწილია, როგორც პარტნიორების, მეგობრების, სახოვრებელი ქალაქის და ა.შ. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნიკალაი კლოპოვს, ჩემს მეუღლეს, იმისთვის, რომ არსებობს და რომ თერთმეტი წლის განმავლობაში არ ყოფილა ეგოცენტრიკი, სადისტი, აგრესიული და მატყუარა. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, გადაადგილების, ურთიერთობების და ყველაფერ იმის უფლებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ იმისთვის, რომ ჩემი შეუცვლელი მეგობარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგული მეგობარია. მადლობა"-წერს თეონა კონტრიძე სოიალურ ქსელში.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


image

0
340
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0