x
ვინ წარადგენს საქართველოს "მისს მსოფლიო მშვიდობაზე""

მოგეხსენებათ მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი სილამაზის კონკურსი ტარდება და ახალგაზრდა გოგონებს აძლევს შანსს წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები საეთაშორისო მაშტაბით. ამ პროცესში საქართველო უკვე წლებია ჩართულია და ქართველ წარმატებულ გოგონებსაც ეძლევათ შანსი წარადგინონ საკუთარი ქვეყანა მსოფლიო აუდიტორიის წინაშე.

ამ სტატიაში გაგაცნობთ ქეთი ლაწუნაშვილს რომელიც ნოემბრის ბოლოს, საქართველოს წარადგენს საერთაშორისო კონკურსზე "Miss Universal Peace and Humanity 2014" რომელშიც მსოფლიოს 100 ქვეყანა მონაწილეობს და საპრიზო ფონდი 50 000 დოლარია.

ჩვენ მას სოციალურ ქსელში გავესაუბრეთ.

ქეთი წარმოშობით საინგილოდანაა და როგორც თავად მოგვახსენა ყოველთვის სურდა მსგავსი ტიპის კონკურსში მიეღო მონაწილეობა, ის სწავლის პარალელურად სამოდელო საქმიანობითაც იყო დაკავებული რამდენიმე წლის განმავლობაში და ამჟამადაც ამ სფეროს მიჰყვება, ასევე მუშაობს თარჯიმნად. აქამდე მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებში და მიღებული აქვს ნომინაცია "მისს გრაცია". ის კარგად ფლობს ინგლისურ ენას რაც საერთაშორისო კონკურსებზე ერთრთი მნიშვნელოვანი დეტალია და როგორც ამბობს ყველანაირად შეეცდება მაქსიმალურად ღირსეულად წარმოაჩინოს საქაართველო, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მას ტიტულით დაბრუნება ვუსურვოთ.imageimageimage


imageimageimage


image

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:სილამაზე
სილამაზე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0