x
image
ახალი თაობა
რაზეა დამოკიდებული მამაკაცური ერთგულება
image




























ქალებს ყოველთვის უჭირთ მამაკაცის ხასიათის ამოცნობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიღა უკლიათ.სიყვარული კი, მოგეხსნებათ, ის გრძნობაა, რომელიც აყრუებს, ამუნჯებს და რაც ყველაზე სახიფათოა-აბრმავებს ადამიანებს, ამიტომ ვიდრე გულს ამურის ისრებს მიუშვერდეთ, კარგად დააკვირდით “მოცემულ" ობიექტს.


სიმღლე-ამოიგდეთ თავიდან ოცნება გოლიათებზე.ერთგული მამაკაცის საშუალო სიმაღლე, ჩვეუებრივ, 175 სანტიმეტრს არ აღემატება, რასაც ორი მიზეზი განაპირობებს:ჯერ ერთი-დაბალ მამაკაცში პროცენტულად ნაკლებია ჰორმონ ტესტოსტერონის დონე და ამიტომ ვერასოდეს გადაიქცევა საკუთარი ვნებების მონად;მეორეც-ქალებში იგი ნაკლებ პოპულარულია, სხვათა შორის, სრულიად დაუმსახურებლად, თუმცა სავსებით მისაღებია მათთვის, ვისაც სიმშვიდე და მყუდროება უყვარს.
!ძალიან მაღალ მამაკაცებს თავად ბუნება უბიძგებს ღალატისკენ.


ვარცხნილობა-არსებობს პირდაპირი კავშირი მამაკაცის ვარცხნილობასა და საპირისპირო სქესთან მის დამოკიდებულებას შორის.თუ მამაკაცს საშუალო სიგრძის თმა უკან აქვს გადავარცხნილი, იგი ტრადიციების მიმდევარია და ძნელად ეგუება სიახლეებს.ქორწინებას სერიოზულად ეკიდება.ცოლს იშვიათად ღალატობს და მისგანაც მოითხოვს ერთგულებას.
ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ მამაკაცი გრძელ თმას ატარებს იგი აუცილებლად ქარაფშუტა და მექალთანეა.პირიქით, სწორედ ისინი არიან განსაკუთრებით გულჩვილნი, ერთგულნი და სიკეთით აღსავსენი, რასაც ვერაფრით იტყვი იმ მამაკაცებზე, რომლებიც თმას ძალიან მოკლედ იჭრიან.
!დაიმახსოვრეთ:თუ მამაკაცს თმა ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი, შუბლზე კი უწესრიგოდ ჩამოყრილი, იგი საშინელი ეგოისტია და საერთოდ არ აინტერესებს, რას განიცდის მისი პარტნიორი.ღალატი მისთვის დილის საუზმესავითაა და მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად სექსუალური და მომხიბვლელია, გირჩევთ, მისგან თავი შორს დაიჭიროთ.



სახე-ფიზიოგნომიკა სახის მიხედვით ადამიანის ხასიათის ამოცნობას ნიშნავს.ამ მეთოდს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იყენებდნენ და შეუცდომლად ახერხებდნენ ერთი შეხედვით შეეღწიათ ადამიანის სულში.
მაშ ასე, ეძებეთ მამაკაცი ერთმანეთთან ახლოს ღრმად ჩამჯდარი თვალებით.თუ ასეთი მამაკაცი გეტყვით, რომ უყვარხართ, ყოყმანი და ზედმეტი შეკითხვები საჭირო არ არის-იგი არ ტყუის, დაუფარავად გეუბნებათ იმას, რასაც განიცდის და ეს გრძნობა მას დიდხანს გაჰყვება.
ოვალური ფორმის, ნაკლებად გამოწეული შუბლი აქვთ მამაკაცებს, რომლებსაც ძალიან უყვართ სახლი, სტაბილურობა კი მათთვის კეთილდღეობასთან ასოცირდება.ასეთები ღალატს ერიდებიან.თუ მამაკაცს ოდნავ წამოწეული ყურები აქვს, იგი ყურადღებიანი და მზრუნველია.მაგრამ სხვების მიმართაც ზუსტად ისევე გამოავლენს ამ თვისებებს, როგორც თქვენდამი.
ოთხკუთხედი, წინ წამოწეული ყბის მქონე მამაკაცი, თუ თავისთვის ქალს ამოარჩევს, უკან არაფრით აღარ დაიხევს, მაგრამ თავისი რჩეულისგან უსაზღვრო ერთგულებას მოითხოვს.იგი არ დაუშვებს, მისი გრძნობა ბოროტად გამოიყენონ და არასოდეს გაპატიებთ ტყუილს.
!გაუფრთხილდით მამაკაცს, რომელსაც შორიშორს ჩამჯდარი თვალები აქვს.ასეთები დაუსრულებლად ეძებენ მრავალფეროვნებას და ხშირად იცვლიან პარტნიორებს.სქელი, ხორციანი ტუჩები იმპულსურ მამაკაცებს აქვთ, რომლებსაც უყვართ მომენტის გამოყენება.თუმცა შემდეგ შეიძლება ინანონ კიდეც.


ტანსაცმელი-ის ვინც ერთგულია თავისი რჩეულისა, არც იმას დაიზარებს, ხშირად გამოიცვალოს პერანგი და გაირეცხოს ჯინსი.მაგრამ განსაკუთრებულად რომ გამოეწყოს, ამისათვის ფანტაზია არ ეყოფა.ერთგული მამაკაცი იცვამს სადად და კომფორტულად.მას შეუძლია, ხუთ წელს გაუხდელად ატაროს საყვარელი სვიტერი.სამაგიეროდ, ჰალსტუხს ვერასოდეს შეეგუება.ახლა წარმოიდგინეთ, თუ უბრალო მაისურის მიმართ ასეთი ერთგულია, თქვენ მით უმეტეს, ვერ შეგელევათ.ხოლო, თუ მამაკაცი თავგამოდებით ცდილობს, არ ჩამორჩეს მოდას, ფრთხილად იყავით!
!მოღალატე მამაკაცების საყვარელი ფერია შავი.


მისი სამუშაო-აუცილებლად გაიგეთ, რითია იგი დაკავებული.მამაკაცის საქმიანობა ზედმიწევნით ზუსტად მეტყველებს ხასიათზე, ერთგული მამაკაცები უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც მათგან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.ამით საშუალება ეძლევათ, ხშირად იყვნენ სახლში.თუ თქვენი რჩეული მუშაობს კოლექტივში, რომლის უმრავლესობას ქალები შეადგენენ, ნუ შეგეშინდებათ.ქალების საზოგადოებას მიჩვეული კაცი მათ ყოველგვარი ემოციების გარეშე აღიქვამს.თანაც, ყველანაერად ეცდება მოერიდოს ინტრიგებს.
კარგად დააკვირდით:თუ იგი მუშაობს კოლექტივში, სადაც ქალი სანთლით საძებარია, ფრთხილად იყავით-ასეთ დროს მამაკაცებს ხშირად ახასიათებთ ერთმანეთის “საგმირო საქმეებზე" წაქეზება.ყველაზე რთულად ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე მამაკაცის ცოლს აქვს საქმე.ის, ვინც მიჩვეულია ბრძანებების გაცემას, სახლშიც მორჩილებას მოითხოვს.
და ბოლოს, სამუშაო, რომელიც დიდ ენერგიას და ნერვებს მოითხოვს, მამაკაცს ყოველთვის უჩენს იმის სურვილს, სადმე მოეშვას, მაგალითად-საყვარელთან.
დამოკიდებულება ალკოჰოლთან-როგორც წესი, ერთგული მამაკაცების სასმელი ღვინო და ლუდია.ძალიან უყვართ ოჯახური დღესასწაულები და რესტორანს სახლში თავშეყრას ამჯობინებენ.
!კონიაკისა და ვისკის მოყვარულნი იშვიათად არიან ერთგული ქმრები.ღალატისკენ სერიოზული მიდრეკილება აქვთ იმ მამაკაცებსაც, რომლებიც ძალიან ბევრ მაგარ ყავას სვამენ.შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ფაქტია.


ზოგადი ნიშნები, ანუ რამდენიმე ნიშანი, რომლებიც ახასიათებს მორალატე მამაკაცს


1.მისი მეგობრები, ძირითადად, თავისუფალი, დროსტარების მოყვარული ხალხია, რომლებსაც ოჯახი დიდიად არ ეხატებათ გულზე და შინ მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად შედიან.
2.საერთოდ არ არის ეჭვიანი.
3.პათოლოგიურად ეჭვიანია.
4.როცა ღალატზე ელაპარაკებით, ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ ხვა ქალები საერთოდ არ აინტერესებს.
5.სპორტზე ჭკუას კარგავს.უყვარს ყველაფერი-წყლის თხილამურებიდან დაწყებული, ბოულინგით დამთავრებული.
6.შვებულების გატარება ხმაურიან და ხალხმრავალ კურორტზე ურჩევნია.

0
148
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0