x
image
ახალი თაობა
რობერტ სტურუა:როგორც სკოლაში ვნატრობდი, ისე ვნატრობ ავად რომ გავხდე!

image






















რობერტ სტურუას განცხადება სოციალურ ქსელში, გთავაზობთ მის სრულ ვერსიას.


როგორც სკოლაში ვნატრობდი, ისე ვნატრობ ავად რომ გავხდე!
ისეთივე სიძლიერით ვთხოვ განგებას:
ძალიან მინდა ავად რომ გავხდე!
მინდა რომ მივლიდნენ, მეფერებოდნენ, კარგად დაფერთხილი თერმომეტრით სიცხეს მიზომავდნენ (ალბათ გემრიელი კერძებით გამანებივრებდნენ!..) მნახხველები ხილს მომიტანდნენ, დიდხსნს ლაპარაკს დაუშლის ჩემი ექიმი - გრილ ხელს კი შუბლზე დამადებს,
ცივი თითებით ოდნავ ღვიძლს მატკენს...
თეატრსა და პოლიტიკაზე ლაპარსკს ამიკრძალავდა, არავის არაფერი უპასუხოო - არც ხმალამოღებულ მამაკაცს და არც გაშმაგებულ ქალს მუთუმეტესო... ვიწვებოდი ჩემთვის, წიგნის კითხვის დროს ჩავვთლემდი...
ო, როგორ მომენატრა ტკბილი ძილი...
მაგრამ ვინ მაღირსებს ერთ გემრიელ, არც ისე საშიშ დაავადებას?! როგორც სკოლაში, არდადაგების დროს დამაგდებს ვერაგი სენი და დაიწყება:
ნემსები, ქიმიო...მლიქვნელი ჩინოვნიკივით ექიმებს ღიმილს რომ ჩუქნი, იქნებ სიმართლე არ მითხრას...
ეჰ-ეჰ!


image

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0