x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
Mercedes-მა თვითმართვადი სატვირთო შექმნა, რომელსაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

Mercedes-Benz დარწმუნებულია რომ თვითმართვად სატვირთოებს ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. შედეგად მათ წარმოადგინეს Future Truck 2025, რომელსაც ავტობანებზე თავად შეუძლია მართვა. სამწუხაროდ მას არ აქვს ქალაქში ნავიგაციის ფუნქცია. Future Truck 2025-ს გარემოს აღქმას სპეციალური სენსორების დახმარებით ახერხებს. სატვირთოს წინ უცნაური დიზაინის მქონე LED განათება უყენია. როდესაც მისი სიჩქარე 80 კმ/სთ-ს გადაცილდება, თეთრი განათება პულსირებად ლურჯ განათებაში გადადის.
სამწუხაროდ, კანონებისა და რეგულაციების გამო, ამ სატვირთოს გამოყენება ევროპის გზებზე აკრძალულია. Mercedes-ში კი უკვე მზად არიან ავტომობილი გამოუშვან, თუმცა სანამ კანონები არ შეიცვლება, ვერაფერს შეძლებენ.


მათ ივლისშიც მოაწყვეს ამ სატვირთოს პრეზენტაცია, თუმცა როგორც ჩანს მას მერე ბევრი დეტალი შეიცვალა დიზაინში.



0
40
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე თოდუა
თორნიკე თოდუა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0