x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მებრძოლი ქალი-სასწაული,რომელმაც სძლია დამბლას და ამჟამად ბავშვს ელოდება
image


















ლიზ მიტჩელი(Liz Mitchell) ორი წლის წინ აივნიდან გადმოვარდა და მას შემდეგ პარალიზებული იყო, თუმცა ამჟამად ლიზს უკვე მოძრაობა შეუძლია და მეტიც, -ქალი ფეხმძიმედაა და ბავშვს ელოდება.


2012 წელს 32 წლის ლიზი თავის ძაღლს ეთამაშებოდა აივანზე, როდესაც მოულოდნელად უკან გადაიწია და 16 ფუტის(5 მეტრამდე) სიმაღლიდან ძირს დაენარცხა.


მას დაუსვეს დიაგნოზი, სხეულის პარალიზება კისრის ქვემოთ.



"ჯანმრთელი ქალიდან, გადავიქეცი ინვალიდად, რომელსაც საწოლში საცვლების გამოცვლა სჭირდებოდა."-იხსენებს ლიზი.


თუმცა მასზე დიდი გავლენა მოახდინა მაშინ პარტნიორის და ამჟამად ქმრის, ბრაიანის სიტყვებმა:"ერთხელაც იქნება შენ იმოძრავებ, ჩვენ დავქორწინდებით და ვიქნებით ბედნიერები..არა აქვს მნიშვნელობა ინვალიდის სავარძელში იქნები თუ არა".


ზარივით უტრიალებდა ლიზის ეს სიტყვები.იგი ინტენსიური თერაპიის კურსებს გადიოდა Baylor-ის რეაბილიტაციის ინსტიტუტში.

image
























დაუცხრომელმა ჟინმა თავის შედეგი გამოიღო.ლიზიმ რამდენიმე თვეში გავლა შეძლო..უფრო მეტიც საქორწილო საკურთხეველზე თავის ფეხით მივიდა.


ამჟამად ლიზი ფეხმძიმედაა...როგორც მისმა ქმარმა ბრაიანმა განაცხადა, ახალშობილი გოგო იქნება და გადავწყვიტეთ სახელად "დოროთი მარი" დავარქვათ, -რაც ნიშნავს "ღვთის ნაბოძებს" მადლიერების დღეს.


"არ მჯერა, ეს რაღაც საწაულია, -განაცხადა ლიზიმ WFAA -სთან ინტერვიუში-ყველაფერი სიზმარი მგონია, მაგრამ მე მზად ვარ".


ლიზი მალე იმშობიარებს.იგი ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა.

0
129
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0