x
image
თეა კუჭავა
,,გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტი" ; ,,დარჩით ოპტიმისტად"(დონალდ ტრამპის რჩევები)
image *“ გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტი -მე რომ საქორწინო კონტრაქტი

არ გამეფორმებინა, ამ წიგნს დავწერდი იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელმაც ბევრი დაკარგა.ერთი ავტობუსი დაგვჭირდა, რომ ივონას(ყოფილი ცოლი) ადვოკატები სასამართლოში მოგვეყვანა.ეს კატასტროფა იყო, მაგრამ მე საქორწინო კონტრაქტი მქონდა.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც მეხუთედ დაქორწინდა, მითხრა;“დონალდ ისე მიყვარს ეს ქალი, საქორწინო კონტრაქტი არ მჭირდება". ერთ წელიწადში ოჯახი დაენგრა და ჯოჯოხეთის გავლამ მოუწია. შეშინებულ ლეკვს ჰგავდა. ვერ გავბედე მეთქვა, რასაც მისი შემხედვარე ვფიქრობდი “უიღბლო!"

* ყოველთვის კარგად ჩაიცვით-ოდესღაც ვამაყობდი იმით, რომ იაფ კოსტიუმებს და სხვა სამოსს ვყიდულობდი.მეჩვენებოდა, რომ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ათასობით დოლარის ხარჯვას კარგ კოსტიუმში, როცა შეიძლებოდა 100 დოლარადაც მეყიდა. ვინ გაიგებდა? თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი. ახლა ძალიან ხარისხიან ფეხსაცმელს ვყიდულობ და შემიძლია სამუდამოდ ვატარო, როცა იაფ ფასიანი ფეხსაცმელი მალე ცვდება და ყოველთვის ზუსტად იმ ღირებულებისა ჩანს რამდენიც მასში გადახდილი გვაქვს. ის, თუ როგორ ვიცვამთ ბევრ რამეს მეტყველებს ჩვენს შესახებ მანამ, სანამ საუბარს დავიწყებთ და რაც უფრო სოლიდურად გამოვიყურებით, მით უფრო მეტ ნდობასა და პატივისცემას ვიმსახურებთ საქმიან წრეებში.



image ნუ უგულველყოფთ პარიკმახერების ხელოვნებას-ხშირად მაკრიტიკებენ ვარცხნილობის გამო. ნიუ-იორკ მაგაზინმა დაწერა, რომ ჩემი ვარცხნილობა “რთული აღჭურვილობაა, არქიტექტურის კრიტიკოსების ოცნება". მე კი მიმაჩნია, რომ კარგი ვარცხნილობა მაქვს და არც არასდროს მითქვამს, რომ ის ჩემი კოზირია. მაოცებს, როცა მეკითხებიან, მართლა ვატარებ თუ არა შინიონს. პასუხი გულრწფელია: არა, პარიკს არ ვატარებ.

* დარჩით ოპტიმისტად, მაგრამ მზად იყავით მარცხისთვის-ნებისმიერ აღმაფრენას და დაცემას გადაიტანთ, თუ ამისთვის მზად იქნებით, ჩემმა უნარმა, ყოველთვის მზად ვყოფილიყავი სირთულეებისთვის, გადამარჩინა ენერგიის უაზროდ ფლანგვისგან. ეს თქვენც დაგეხმარებათ უსიამოვნო სიურპრიზების დროს. აღმაფრენა და დაცემა გარდაუვალია.

საერთოდ კი ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პესიმისტი ვარ. ვუწოდოთ ამას პოზიტიური აზროვნება, რეალურთან მიახლოებული.

დონალდ ტრამპის ქონება 3, 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ექსცენტრიკული მილიარდერია, რომელიც აქტიურად არის ჩართული მსოფლიო შოუბიზნესში, ამ ადამიანს აქვს სამშენებლო კომპანიები, კაზინოები, სასტუმროები, თუმცა, სახელი გაითქვა ექსტრავაგანტული ცხოვრების სტილით, ემოციურობით, ცნობილი რეალითი შოუებით, სილამაზის კონკურსებით, რომელთაც თვითონვე კურირებს.

ტრამპს უყვარს რჩევების მიცემა, წიგნიც კი გამოსცა“ტრამპი.როგორ გავმდიდრდეთ", რომელშიც დაწვრილებით რეკომენდაციებს აძლევს დამწყებ მეწარმეებს.


0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კუჭავა
თეა კუჭავა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0