x
image
maia
პროდუქტები, რომელიც ხელს უწყობს კანის სილამაზეს
"ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ"-ეს ცნობილი გამონათქვამი ბევრმა ადამიანმა იცის, თუმცა მას პრაქტიკაში ნაკლებად ითვალისწინებენ.


image

სინამდვილეში კი არასწორი კვება, ტკბილი, ცხიმიანი, მარილიანი და ცხარე საკვები სასარგებლო არ არის და ხელს უწყობს მუწუკების, შეშუპების წარმოქმნას და სახის ნაცრისფერი ელფერის გაჩენას.

ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ მენიუში კანისთვის სასარგებლო პროდუქტების ჩართვა-თევზი, მწვანე და წითელი ბოსტნეული და ხილი, კენკრა, ასევე ბურღულეული, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.


არსებობს პროდუქტები, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც საკვების სახით, ასევე კანის მოვლისთვის ნიღბების დასამზადებლად.


ბროწეული

image

საკვებად-ბროწეული ერთ-ერთი შეუცვლელი ანტიოქსიდანტია. შეგიძლიათ მიიღოთ როგორც მარცვლების, ასევე ახალგამოწურული წვენის სახითაც. მეტად გემრიელი და სასარგებლოა.

გარეგანი გამოყენებისთვის-დერმატოლოგები გვირჩევენ ბროწეულის მარცვლების გამწმენდი-ნიღაბის გამოყენებას კვირაში ორჯერ კანის დამცავი ფუნქციების გასაძლიერებლად.


ლიმონი

image

საკვებად-სკოლის მოსწავლეებმაც იციან, რომ ლიმონი არის С ვიტამინის წყარო, რომელიც საჭიროა ენერგიის და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.

გარეგნული მოხმარებისთვის:ლიმონის წვენი გამოიყენება სახის გასათეთრებლად. ლიმონი შეიცავს ფერმენტებს და ხილის მჟავებს, რომლებიც აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და ამგვარად ხელს უწყობს ეპიდერმისის განახლებას. ლიმონის წვენი აქრობს პატარა ანთებებს და ცხიმოვან სიპრიალეს.


შვრია

image

საკვებად- შვრიის ფანტელი მნიშვნელოვანი პროდუქტია დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებისთვის. ის ხელს უწყობს ნაწლავის მუშაობას, ნივთიერებათა მიმოცვლას, გამოაქვს წიდები და ტოქსინები. რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მოწესრიგებული საჭმლის მონელება არის ლამაზი კანის წინაპირობა.

გარეგანი მოხმარებისთვის-შვრიის საფუძველზე მომზადებული გამწმენდი ნიღაბი შესანიშნავად და რბილად გაასუფთავებს კანს. ჩაალბეთ შვრიის ფანტელი მცირე რაოდენობით წყალში, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი. მიღებული მასა წრიული მოძრაობებით გადაისვით სახეზე და დატოვეთ რამდენიმე წთ. სახის ჯანსაღი ფერი გარანტირებული გექნებათ.


მწვანე ჩაი

image

მას ბევრი უპირატესობა გააჩნია: ხელს უწყობს განტვირთვას, აწესრიგებს წნევას და რაც მთავარია უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი გახლავთ. ამიტომ შესანიშნავად ებრძვის სტრესს, რომელიც მთავარი დამნაშავეა კანის დაბერებაში.

გარეგნული მოხმარებისთვის-ჩაის რამდენიმე წთ-იანი კომპრესი ხსნის შეშუპებას და დაღლილობას. შეგიძლიათ გაყინოთ მწვანე ჩაის კუბიკები, რომლითაც დილით გაიწმინდავთ სახეს და კანს სიხალისეს შესძენთ.


ზეითუნის ზეთი

image

საკვებად- იტალიელების ახალგაზრდობის საიდუმლო და ხანგრძლივი ცხოვრების ელექსირი ზეითუნის ზეთი გახლავთ. ზეთისხილი შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის თვითდატენიანებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს თმის და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში.

გარეგანი მოხმარებისთვის: არსებობს ზეითუნის ზეთზე მომზადებული ნიღბების უამრავი რეცეპტი, მაგრამ უმჯობესია ის არაფერში შეურიოთ და უბრალო გადაისვათ გაწმენდილ სახეზე და 5-10 წთ–ში ცივი წყლით ჩამოიბანოთ. მშრალი კანის შემთხვევაში ზამთარში პროცედურა შეგიძლიათ ყოველდღიურად გაიმეოროთ.


ნატურალური იოგურტი

image

შეიცავს სასარგებლო ლაქტობაქტერიებს, პრობიოტიკებს, რომლებიც აუმჯობესებს საკვების მონელებას და აწესრიგებს მეტაბოლიზმს. კავშირი-ნაწლავის მოწესრიგებული მუშაობა-ჯანსაღი კანი- ასი პროცენტით მუშაობს.

ამიტომ დღეში ერთხელ მაინც მიიღეთ იოგურტი შაქრის, საღებავების, არომატიზატორების და სხვა კვებითი დანამატების გარეშე.
გარეგანი მოხმარებისთვის: ნიღბები ნატურალური იოგურტის ბაზაზე ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოდგება. რძის მჟავა ანახლებს უჯრედებს და აღიავებს სახის ტონს.






0
374
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0