x
image
maia
Roberto Cavalli- შემოდგომა-ზამთარი 2014/15 კოლექცია
ცნობილი იტალიელი დიზაინერის Roberto Cavalli-ის შემოდგომა-ზამთარი 2014/15 კოლექციის ჩვენება ტრადიციულად მილანის მოდის კვირეულზე გაიმართა.

ჩვენების დაწყებისთანავე მაყურებელი მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ელოდებოდა. დარბაზის შუაგულში, სადაც მიმდინარეობდა დეფილე, დამონტაჟებული იყო უზარმაზარი მრგვალი აუზი. შოუს დაწყებამდე რამდენიმე წთ-ით ადრე მის ირგვლივ პერიმეტრზე ამოიფრქვა ცეცხლის ალები- ამგვარად ამცნო დამსწრე საზოგადოებას კოლექციის მთავარი თემა ახალმა კრეატიულმა დირექტორმა ივან მისპელაერმა.

ცეცხლის ალის თემატიკით იყო გაფორმებული კაბები, სვიტერები, პალტო და ქურქებიც კი, რომელიც შეკერილი იყო შავი, თეთრი და წითელი ბეწვისგან.

image


image

image

დიზაინერმა გულდასმით შეისწავლა მოდური სახლის მემკვიდრეობა, გამოიყენა Roberto Cavalli-ის სტილის მთავარი მახასიათებლები, უარი თქვა მხოლოდ ლეოპარდის პრინტებზე. დანარჩენი კი- გველის ტყავი, ბეწვი, ტყავი მეტალის შესაკრავებით, ბახრომით და ბრჭყვიალებით უხვად იყო გამოყენებული კოლექციაში.

image
image
image
რაც შეეხება სილუეტებს დიზაინერმა ლაიტმოტივის სახით აირჩია 20-იანი წლების სტილი-თემა, რომელიც მოდური სახლების უმრავლესობამ გასულ წელს უკვე გამოიყენა. დაბალწელიანი კაბები, რომელიც უხვად იყო გაწყობილი მძივებით, ბეწვის ბოასთან შეხამებაში მეტად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
image
image
image


0
69
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0