x
image
maia
Elie Saab -ის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე
პარიზის მოდის კვირეულზე მომავალი გაზაფხულის კოლექციების ჩვენებები გაიმართა. ვარსკვლავი ქალბატონების საყვარელი

ლიბანელი დიზაინერის ელი სააბის კოლექცია როგორც ყოველთვის ნაზი, ქალური და გამორჩეული ფერების გახლდათ.

image

image


კოლექციაში წარმოდგენილი Elie Saab-თვის არატრადიციული ნახატები - ზღვის ტალღები, ცეცხლის ენები გადახლართული იყო გრაფიკულ შავ-თეთრ ზოლებში და სამოსს კონტრასტულ იერსახეს ანიჭებდა.

image

image

image

image

გრძელი დაშვებული კაბების სილუეტები 70-იანი წლებით იყო შთაგონებული, კაბების გარდამავალი ფერები პოდიუმს ანათებდა. კოლექციაში მოდური სახლის საფირმო ქსოვილი მაქმანიც უხვად იყო წარმოდგენილი. გრძელ მაქმანის კაბებს აუცილებლად ვიხილავთ მომავალ ვარსკვლავურ წვეულებებსა და მიღებებზე.

image

image

image

image

image

image

image

image

მოდური ჩვენება დასრულდა ეფექტური ორიგინალური ნასკვებით გაფორმებული კაბების წარდგენით. კოლექციას მთავარ ფერად გასდევდა ლაჟვარდისფერი.

image

image

image

image

0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0