x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რულეტი "ბაუნტი" (ცხობის გარეშე): მარტივი და გემრიელი დესერტი
image

ეს არის განსაკუთრებით გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა და თითქმის შეუძლებელია არ გამოგივიდეთ.


მასალად საჭიროა:

ორცხობილა 200 გ. ("იუბილეინოე" ან მსგავსი)


წყალი 100 მლ.

კაკაო 3 ს.კ.

10 ს.კ. ქოქოსის ფანტელი

80 გ. დარბილებული კარაქი

60 გ. შაქრის პუდრა


თუ გამოვიყენებთ სამარხვო ორცხობილას და მცენარეულ კარაქს, ნამცხვარიც სამარხვო გამოგვივა.



მომზადება:

ორცხობილას დავფხვნით ბლენდერში ისე, რომ ფქვილივით მასა მივიღოთ. დავამატებთ წყალს და კარგად ავურევთ. დავაცრით კაკაოს და შევკრავთ გუნდად.


imageimageimageimage


ქოქოსის, შაქრის პუდრასა და კარაქისგანაც ასევე გავაკეთოთ გუნდა.


კაკაოსფერი გუნდა გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქის ოთხკუთხედად საკონდიტრო ცელოფანზე.


ზემოდან გავშალოთ ქოქოსის გუნდა და გადავახვიოთ რულეტი.

imageimageimageimage


შევდოთ მაცივარში. როცა კარგად გაცივდება დავჭრათ და ... მივირთვათ!


image





0
2648
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0