x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
იცით თუ არა, რომ....ანუ საინტერესო ფაქტები სხვადასხვა სფეროდან
1. 526 წელს დედამიწას გარს შემოეკრა მტვრის გიგანტური ღრუბელი, რომელმაც პლანეტა მზის სხივების გარეშე დატოვა თითქმის ერთი წლის განმავლობაში. სხივები ვერ აღწევდნენ ღრუბლის სქელ ფენაში, რის გამოც დედამიწაზე სიცივე და სიბნელე ჩამოწვა, გამეფდა შიმშილი და ეპიდემიები. სკანდინავიის და ჩინეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ხოლო ევროპის 30%-ზე მეტი დაიღუპა, იმპერიებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო დაცემა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ამ ღრუბლის გაჩენა, დღემდე უცნობია (უკანასკნელ წლებში გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ღრუბლის წარმოქმნა ინდონეზიაში მომხდარი ვულკანის საშინელი ამოფრქვევით აიხსნება).


image



2. გრენლანდიაში ზოგიერთ პატიმარს აქვე საკუთარი კამერის გასაღები. ისინი დილით აღებენ კამერებს, მიდიან სამუშაოზე ან სასწავლებელში და საღამოს უკან ბრუნდებიან. მათ იარაღის ფლობის უფლებასაც კი აძლევენ ფრინველებზე და სელაპებზე სანადიროდ.


image




3. 40-50 პროცენტი გენეტიკური ინფორმაციისა, რომელიც ადამიანის კუჭში იმყოფება, არანაირ კლასიფიკაციას არ ექვემდებარება. ის არ მიეკუთვნება არც ცხოველებს, არც მცენარებს, არც ბაქტერიებს და არც მიკრობებს. მეცნიერები მას უწოდებენ "ბიოლოგიურად ბნელ მატერიას".


image



4. თვითმფრინავები, რომლებიც აშშ-ის მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეს იყენებენ, ვალდებული არიან გადაიხადონ $56.86 ყოველი ასი საზღვაო მილისათვის(რაც დაახლოებით 185 კილომეტრია). მაგრამ თვითმფრინავები, რომლებიც აფრენას ან დაფრენას აშშ-ის ტერიტორიაზე ახორციელებენ, თავისუფლდებიან ამ გადასახადისაგან.


image


5. 1919 წელს გერმანელმა ოფიცერმა მაიკლ კეოგმა თავისი სიცოცხლის რისკში ჩაგდების ფასად სიკვდილს გადაარჩინა ორი ულტრამემარჯვენე აგიტატორი, რომელსაც 200-კაციანი გამძვინვარებული ბრბო მოკვლას უპირებდა. რომ არა კრეოგი, ამ ორს სიკვდილისაგან ვერაფერი იხსნიდა. მოგვიანებით, 1930 წელს ნიურნბერგის ყრილობაზე მან იცნო ერთ-ერთი მის მიერ გადარჩენილი ახალგაზრდა კაცი-ის ადოლფ ჰიტლერი აღმოჩნდა. ასე რომ, კრეოგს შეეძლო მთლიანად შეეცვალა მე-20 საუკუნის ისტორია, რომ არ ჩარეულიყო მაშინდელ ინციდენტში.


image



6. 2003 წელს დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო შეზღუდვა საკვებში უჯერი ცხიმების შემცველობაზე (ის შეამცირეს 2%-მდე). ამის შემდეგ გულის იშემიური შეტევების რიცხვი დანიაში 50%-ით შემცირდა.


image



7. ავსტრალიის ერთ - ერთ ზოოპარკში მოხდა ასეთი შემთხვევა: ერთი ორანგუტანგი გამუდმებით გარბოდა გალიიდან, რომლის კარებიც გასაღებით იყო ჩაკეტილი. მეთვალყურეები ვერაფრით ხვდებოდნენ, თუ რით აღებდა მაიმუნი კარებს. აღმოჩნდა, რომ ორანგუტანგმა მავთულისაგან დამოუკიდებლად დაამზადა გასაღები, რომელსაც ზოოპარკის მეთვალყურეების მიერ ჩატარებული დათვალიერების დროს პირში მალავდა.


image


8. ანონსებს, რომლებსაც ტრეილერები ეწოდებათ, თავდაპირველად ფილმების ბოლოს აჩვენებდნენ, სწორედ ამიტომ დაარქვეს მათ ტრეილერი - “trailer”, რაც დასკვნითს, შემაჯამებელს ნიშნავს.


image



9. სარდინიული ყველი აკრძალულ პროდუქტად ითვლება, რადგან მას აწარმოებენ თხის რძისაგან, რომელიც ფერმენტირდება თიკნის კუჭში. დაბადებისთანავე თიკანს კლავენ, მის კუჭს ავსებენ თხის რძით და ასე კიდებენ რამოდენიმე თვის განმავლობაში, სანამ რძე მყარ ყველად არ გადაიქცევა.


image



10. ძველ ჩინეთში გავრცელებული იყო ეგრეთწოდებული "ღორების ტუალეტები"(ისინი დღესაც გვხვდება ჩინეთის ზოგიერთ სოფელში). ეს იყო ჩვეულებრივი ადამიანების ტუალეტი, იმ განსხვავებით, რომ აქედან ფეკალიები საღორეში მიედინებოდა, რითაც კვებავდნენ ღორებს.


image


1
367
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
367
  
2014, 30 სექტემბერი, 11:08
:-D ფუ რა წავიკითხდ ბოლოს
0 1 1