x
image
beko777
შეკითხვები ფსიქოლოგს (რუბრიკა "ნდობის ფაქტორი")

image– ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დედაჩემი მირჩევს, ვისთან ვიმეგობრო და ვისთან არა. მაგალითად, ჩემი უახლოესი დაქალი, რომელსაც ყველა საიდუმლოს ვუმხელ, დედაჩემს არ მოსწონს. იგი ამბობს, ხომ ჩემს მეგობარს მხოლოდ ბიჭებზე ფიქრით აქვს გამოტენილი თავი. არსად არ მიშვებს და მეგობრებსაც მისი თანდასწრებით ვხვდები. ბიჭებზე შეხედვას რომ კატეგორიულად მიკრძალავს. მე უკვე 15 წლის ვარ და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.
– შეეცადე, არ განაწყენდე დედაზე. უპირველეს ყოვლისა, მას, ალბათ, უკვე დაავიწყდა, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ასაკის გოგონასათვის ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეორეც, მშობლებისთვის ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბავშვებად ვრჩებით, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებენ. რაც შეეხება დედაშენის სურვილს, ბოლომდე აკონტროლებდეს შენი მეგობრების წრეს, ეს აიხსნება გარკვეული შიშით. შესაძლოა, იგი შეშფოთებულია იმით, რომ მოულოდნელად ბებია გახდება ან ის, რომ მეგობრების გავლენით „გზიდან აცდები” და სწავლას მიატოვებ. შეიძლება, იგი ამ უსიამოვნების თავიდან აცილებას ცდილობს შენთვის, რომლებიც მის თვალწინ ხდება. რაც არ უნდა იმალებოდეს მისი სუპერკონტროლის უკან, თავისუფლების მოსაპოვებლად აქტიური ბრძოლა არ ღირს. არც მეგობრებთან ერთად გადაკარგვაა აუცილებელი შუაღამისას – შესაძლებელია დედის მეთვალყურეობის ქვეშაც მშვიდად შეხვდეთ ერთმანეთს. ხშირად დაპატიჟე ისინი შენთან, ორგანიზატორობა ითავე, დაანახე დედა, რომ არაფერს უმალავ და იგი მიხვდება, რომ მისი შიში უსაფუძვლოა.


image– რაც თავი მახსოვს (21 წლის ვარ), მხოლოდ იმით ვცხოვრობდი, რომ სხვა ადამიანების კეთილგანწყობა მომეპოვებინა, განსაკუთრებით კი – მშობლების. საშინლად ვნერვიულობ ხოლმე, თუ მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოვჩნდი. მაშინაც კი, თუ ეს ბავშვბის მოგონებებს უკავშირდება, მაინც უარყოფითი ემოციების წამლეკავი ნაკადი მოემართება ჩემკენ. უფრო ადამიანთან კომპანიაში მზად ვარ, მიწაში ჩავძვრე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაც კი არ მიმიღია. მიმითითეთ ის მიმართულება, რომლითაც უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე.
– უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას – რომ მოგვწერე ჩვენ! ახლა, რათა უკეთ შეიცნო შენი თავი, წარმოიდგინე, თითქოს რობინზონ კრუზო ხარ: შენ გაქვს საშუალება, იცხოვრო სრულ სიმარტოვეში, მაგრამ ერთი პირობით: შეგიძლია წაიღო მხოლოდ ხუთი საყვარელი წიგნი, საყვარელი მომღერლის სიმღერების ხუთი კასეტა და ხუთი ხელი ტანსაცმელი, რომელშიც განსაკუთრებით კარგად გამოიყურები. შეძელი ამორჩევა? მაშინ თეორიიდან პრაქტიკაზე გადადი: - ამოარჩიე ის სპექტაკლები და ფილმები, რომლის ნახვაც მინდა, კაფე, სადაც მოგწონს ჯდომა და ქუჩა, სადაც გიყვარს ხეტიალი და კიდევ, აუცილებლად შეაქე შენი თავი. მოიგონე ჯილდო და ყოველთვის, როცა კმაყოფილი იქნები საკუთარი თავის, საზეიმოდ გადაეცი იგი. ასე გაცილებით სწრაფად შეიგრძნობ თვითდაჯერებულობას. ფსიქოლოგიის წიგნებიდანაც ამოიკითხე, როგორ შეიმატო საკუთარი თავის რწმენა. მთავარია – გამარჯვებაზე იფიქრო.


image– ბედი იმ მამაკაცს დავუკავშირე, რომელიც 20 წლით უფროსია ჩემზე. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ უკანასკნელ ხანს ხშირად ვჩხუბობთ. მას არ სურს, რომ ვიმუშაო და იძულებული ვარ, გამუდმებით სახლში ვიჯდე. არ მოსწონს ჩემი დაქალები და მხოლოდ ტელეფონით თუ მოვიკითხავ ხოლმე მათ. დასვენების დღეები ურჩევნია დივანზე დამჯდარმა გაატაროს, მაშინ როცა მე გართობა მიზიდავს. ხანდახან მპირდება, რომ ჩემთან ერთად სადმე წამოვა, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ერთხელ დედასთან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ 2 დღეზე მეტი ვერ გავძელი მის გარეშე. ახლა ისევ ვზივარ გალიაში გამოკეტილი. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.
– შეეცადე, თქვენი წარმოდგენები დაახლოვოთ ერთმანეთის მოყვარული ორი ადამიანის ნორმალურ ურთიერთობაზე. თუ შენთვის ამჟამად მნიშვნელოვანია გართობა, შენი რჩეული უპირატესობას სიმშვიდესა და ერთმანეთთან განმარტოებას ანიჭებს. თუმცაღა, მისთვის, ჩამოყალიბებული ზრდასრული ადამიანისთვის გაცილებით ძნელია თავისი შეხედულებებისა და ჩვევების შეცვლა. როგორც ჩანს, შენი დაქალები იმიტომ არ მოსწონს შენს მეუღლეს, რომ მის მყუდროებას არღვევენ, და შენი მცდელობით, წამოაყენო შაბათ-კვირას დივანიდან, მხოლოდ უთანხმოების პროვოცირებას მოახდენ. რა თქმა უნდა, მას შეუძლია შენთან ერთად ხმაურიან წვეულებაზე წასვლა, მაგრამ მოემზადე იმისათვის, რომ ასეთი მსხვერპლის გაღების შემდეგ იგი ძალზე დიდხანს გაბრაზებული და გაღიზიანებული იქნება. თუ იგი დღისით სახლში არ არის და შენც არ გიკრძალავს ქუჩაში გასვლას, შენ გაქვს საშუალება, იმით დაკავდე, რაც გაინტერესებს და ნაცნობ-მეგობრებსაც მის გარეშე შეხვდი. ასე რომ, ჭკუით იყავი და ნუ შეაწუხებ საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ.


image– ერთდროულად ორი ბიჭი მომწონს და არ ვიცი, რომელზე შევაჩერო არჩევანი – ერთი ჩემი კურსელია და ბევრი რამ ვიცი მის შესახებ, მეორე კი ამ ზაფხულს აგარაკზე გავიცანი და ვიცი მხოლოდ მისი სახელი და გვარი. თუმცა, მგონია, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ უფრო ძლიერია, თანაკურსელთან შედარებით. თავად მათ ორივეს მოვწონვარ და ამის გამო მათ შორის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მიჭირს. მინდა გავიგო, რომელი უფრო ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ არ შემიძლია.
– რა საჭიროა ასე გადაჭრით განსაზღვრა, როცა შეგიძლია მშვიდად შეხედო ორივე მათგანს? ერთს – მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მეორეს – ზაფხულში, ბუნებაში ყოფნისას, დრო თავად გიკარნახებს, რომელი მათგანი უფრო ახლობელი და ძვირფასია შენთვის. შენ კი არსად გაგვიანდება (ღიმილი)

0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0