x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ქლიავის ფხვიერი ნამცხვრის ორიგინალური რეცეპტი
გთავაზობთ უგემრიელესი ქლიავის ფხვიერი ნამცხვრის ორიგინალურ რეცეპტს.


image


ინგრედიენტები:


4 ს.კ. ფქვილი


1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 პაკეტი ვანილის შაქარი

250 გ. მარგარინი

3/4/ ჩ.ჭ. ქლიავის ჯემი (ჯემის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარამელიზირებული ცოცხალი ქლიავი)

5 ს.კ. შაქარი

5 კვერცხი

2 ს.კ. არაჟანი

3 ს.კ. კაკაო

შაქრის პუდრი ზემოდან მოსაყრელად.


მომზადება:


გაცრილ ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი, ვანილი, შაქარი, კვერცხის გულები, არაჟანი და დარბილებული მარგარინი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავყოთ ორ ნაწილად. შემდეგ ერთი ნაწილი კიდევ გავყოთ 1/4 და 3/4-ად. მოზრდილ ნაწილში შევურიოთ კაკაო და კარგად მოვზილოთ რომ ერთი ფერი მიიღოს.


image


კაკაოსფერი და პატარა თეთრი ცომი შევდოთ საყინულეში.


საცხობ ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტი, გავშალოთ მასზე დიდი თეთრი ცომის ნაჭერი, რამდენიმე ადგილზე ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და ზემოდან გადავუსვათ ქლიავის ჯემი.


ჯემს დავახეხოთ საყინულეში ნამყოფი კაკაოსფერი ცომი.


image


კვერცხის ცილებითა და შაქარით დაგავაკეთოთ ბეზე. გავშალოთ კაკაოსფერ ცომზე. ზემოდან დავახეხოთ პატარა თეთრი ცომი.


image


შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე, 50 წთ.-ით.


image


გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

1
597
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
597
  
2019, 28 აგვისტო, 20:42
შაქრის ფხვნილის რა რაოდენობა უნდა ცომში და ბეზეში? აქ სულ 5 სუფრის კოვზი წერია და გაურკვეველია! და კიდევ, როგორ მოვახდინოთ ქლიავის კარამელიზირება?
0 1 1