x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ერთხელ ყველას უყვარდება 3
imageბედნიერს გამეღვიძა..დღეს ზიზის ვნახავ თურმე ძალიან მომნატრებია ამ ათ დღეში...კარებზე კაკუნი გაისმა..კარებთან გეგა იდგა...

-გეყოს ეხლა ძილი, ყავის მარტო დალევა მეზარება...

–ყავის მარტო დალევა თუ მოდუღება?

-ერთიც და მეორეც..


–კარგი....ჩამოვალ

-ჩაიდანი დადგმული მაქვს..

ცხოვრების ასეთ სტილს შევეგუე და ალბათ გამიჭირდება წასვლა ექვი თვე ხომ საუკუნე არ არის და მალე გავა ამის გაფიქრებამ შემაშინა არ უნდა მივეჩვიო საკუთარ თავს გაუმეორე ბევრჯერ...სამზარეულოში შესულს ყავა დასხმული დამხვდა...

სამზარეულოში მთელი ორი საათი ვიჯექით და ვსაუბრობთ ვიხსენებდით ძველ ამბებს.

-თურმე რამდენი რამ გადაგვხდენია ერთად...

-აბა ვერც კი წარმომედგინა...ამდენი დრო თუ გქონდა ერთად გატარებული...გახსოვს გოგოებს რაებს უჩალიჩებდი დაშორება რომ გინდოდა? ჩვენც რა იდიოტები ვიყავით რომ გეხმარებოდით..

-კარგი ეხლა გრეხებს ნუ გამიხსენებ...ხო მართლა ცოტა ადრე მოემზადე რა მინდა მაღაზიებში გამომყვე...

-რატო?

-დღეს ჩემი პატარა დის დაბადების დღეა და საჩუქრის გარეშე არ მიმიშვებს..

-კარგი ოც წუთში მოვემზადები..

ოციო წუთიც გავიდა და კიდევ ოცი და აი მეც როგორც იქნა გამოვედი ოთახიდან...

-ოჰო, ძალიან მოგინდომებია...რძლობას ხომ არ უპირებ დედაჩემს?ძალიან გიხდება ეს თეთრი კაბა

-რძლობას? რავი შესაძლებელია თუ რათქმაუნდა ძმა გყავს რომელიც შენ საერთოდ არ გავს..

-აუტანელო...

შემომიბღვირა და გარეთ გავიდა, გეგამ ძალიან ინანა ჩემი საჩუქრის ასარჩევად წაყვანა მაგრამ დაგვიანებული იყო...ორი საათის ბოდიალის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვეთ ნივთი რომელიც ორივეს მოგვეწონა, ან გეგასთვის უკვე სულერთი იყო და თავი მომაჩვენა...თუმცა რაც მთავარია იუბილარს მოეწონა ჩვენი საჩუქრები...

ზიზის ნახვამ ძალიან გამახარე...გეგა ეგოისტობდა და დათოს ჯერ კიდევ უბღვერდა...

ლია დეიდამ თითქმის ოჯახის ყველა ნათესავი გამაცნო მათ შორის მისი ნათლული რომელმაც ათ წუთში მოახერხა ჩემთვის თავი აეხადა საუბრით.რაც გეგა საშინლად აღიზიანებდა. რადგანაც მას ეს ფაქტი აღიზიანებდა მეც ვითომდა სიამოვნებით უსმენდი მისტერ სრულყოფილებას...და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი ნომერიც კი მივეცი...

საუბარი გეგამ შეგვაწყვეტია ხელი მომკიდა და აივანზე გამიყვანა ..

-რას ელაპარაკები ამდენს იმ იდიოტს..

-რა გინდა რას ერჩი?

-შეიძება?აქ რას აკეთებთ

-მისტერ სრულყოფილებას ვემალებოდი და გეგაც შემომიერთდა...

-ხო ნამდვილად მოხიბლულია შენით...კაი ეგ არ მაინტერესებს თქვენ როგორ ცხოვრობთ უჩემოდ?ამ ვაჟბატონის გოგოები ხომ არ გაწუხებენ?

-არაა...ცოტა მოჭკვიანდა მგონი...შენ როგორ ხარ?

-ძალიან ბედნიერი ვარ...

-ე წავედი, ეგეთი საუბრები არ მხიბლავს..გაგვეცალა გეგა

-ხვალიდან შეუდგები მუშაობას“ჩემი მაგარი გოგო, ძალიან გადაგღალა ჩემმა საქმეებმა ხო?

-მთავარია შენ იყო ბედნიერი.ეგ რა სათქმელია?

–მიყვარხარ დაო...

–მეც

–ლენ? შენ და გეგა როგორ ხართ?

–რატო მეკითხები ასეთ სისულელეს..

–მინდა რომ იცოოდე ჩემი აზრი.მე არ ვიქნები მომხრე თქვენ შორის რამე მოხდეს...ერთხელ გული უკვე გეტკინა და აღარ მინდა განმეორდეს...შენ ბედნიერებას იმსახურებ...

–ვიცი, აღარავის მივცემ უფლებას გული მატკინოს, რაც შეგვეხება მე და გეგას ჩვენ მეგობრები ვართ და ამაზე აღარასდროს არაფერი აღარ მითხრა...

–კარგი.წავედით შეუერთდეთ ბიჭებს..

ბიჭებს მიუახლოვდით რომლებიც არც ისე მხიარულად გამოიყურებოდენ..და ზიზის როგორც ყოველთვის კარგი იდეა დაებადა..

–აუ, ჯერ ადრეა აქაც ვერ ვერთობით პირიქით ბავშვებს ხელს ვუშლით..წავიდეთ სადმე და მაგრად დავთვრეთ...მანქანები აქ დავტოვოთ...

–მე მომხრე ვარ პირველი გეგა დაეთანხმა..

–ხვალ ვმუშაობთ ხომ არ დაგავიწყდა...

–არაუშავს ეგეთები გადაგიტანია? ჩემი გაბედნიერება ავღნიშნოთ..

ლია დეიდას წინააღმდეგობის მიუხედავად სახლიდან მაინც გამოვიპარეთ და პირველივე კლუბში წავედით...

–სმა ბოლომდეა იცოდე და ოთხივე ვსვავთ...

–დავაი, ისეთ ხასიათზე ვარ დალევა მართლა მინდა ეხლა...დაეთანხმა გეგა

–ლენ ნახე აქ ვინ არის?შეგჭამა თვალებით...

–უი მართლა მაგან პაემაზე დამპატიჟა არც მითქვამს შენთვის ჯერ...

–შენ რა წახვედი?

–ჩვენც აქ ვართ იქნებ გაჩუმდეთ შემოგვიბღვირა გეგამ..

–აბა დამანახე ლენა ვინ მიპირებს სიძობას...ხომ არ დავპატიჟოთ..

–არა დათო ეხლა პრანჭვის თავი არ მაქვს ...ეხლა ვსვავთ ბოლომდეეე წიქა ავიღე და ბოლოდე გამოვცალე...

მაგრამ ჩემი ახალი თაყვანისმცემელი არც ისე მორცხვი აღმოჩნდა მოგვიახლოვდა ზიზის გაბედნიერება მიულოცა და და ჭიქაც ასწია...

თუმცა მარტო ამას არ დასჯერდა და ყოველ ათ წუთში საცეკვაოდ მეპატიჟებოდა...

გეგას კი ნელნელა თვალები ემღვრეოდა, ბრაზი ახრჩობდა მაგრამ ხმას არ იღებდა..

ვსვავდით უსიტყვოდ და სადღეგრძელოს გარეშე...

თითქოს გვწყუროდა...ოთხივე კარგად გამოვთვერით ზიზი მეხვერწა ჩვენთან წამოდიო მაგრამ უცხო ოჯახში ნამდვილად არ მინდოდა პირველად მთვრალი მივსულიყავი..დავპირდით რომ ხვალ მივიდოდით მე და გეგა და ასე მოვიშორეთ...

როგორც წესი ზიზი არ სვამს და მაგრად მოეკიდა დაგვემშვიდობენ და მარტო დაგვტოვეს...

–შენ რა ჩუმად ხარ დღეს?

–აბა სათქმელი რა მაქვს ლენა?

–რავიცი...

–ჩენც წავიდეთ..

–რატო?

– წავიდეთ თორემ შენი რომეო შემომაკვდება ხელში ვატყობ ერთხელ კიდევ თუ მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას...

ხელი ჩამჭიდა და გაგასვლელისკენ წავედით..

–რა ჯანდაბა გჭირს რამ გაგაგიჟა? შენ რა ეჭვიანობ?

-ხო ვეჭვიანობ...

-რატო?

-მეგობარზე ვეჭვიანობ რამე პრობლემა გაქვს...იმ გოგოზე ვეჭვიანობ რომელთანაც ერთად ვცხოვრობ...არ მინდა რომ მის ირგვლივ იდიოტები ტრიალებდენ...

-და ცუდს რას ვაკეთებ? და რა იცი შენ რომ იდიოტია?

-ეტყობა..

-თავი დამანებე მე ვისაც მინდა იმას შევხვდები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და შენ ვერაფერს ვერ დამიშლი...

- დაგიშლი

–ვერ დამიშლი..

–გაჩუმდი..

–არ გავჩუმდები

–მაშინ მე გაგაჩუმებ...

–როგორ აპირებ ჩემს გაჩუმებას...

–აი ასე...დაიხარა და მაკოცა...მთელ სხეულსი საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა მინდოდა ეს წამი არასდროს არ დამთავრებულიყო

-რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ მაკოცე მაგით მაინც არაფერი შეიცვლება მაინც იმას შევხვდები ვისათან შეხვედრაც მომინდება..და საერთოდ აქ სად ჯანდაბაში ვართ...სახლში მინდა წასვლა...

ისე ვიყავით ჩხუბში გართულები როგორ წავედით საპირისპირო მხარეს ვერც კი მივხვდით ან როდის გავიარეთ ამხელა გზა...


ჩხუბი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტია ლევანი იყო..მინდოდა გამეთიშა მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე და ვუპასუხე...


-გისმენ.

-როგორ ხარ რა ხმა გაქვს? მთვრალი ხარ?

-კი..

-როგორი მთვრალი ხარ?ბოლომდე?..ვისთან ერთად სვი?

-მეგობართან ერთად.., ეგრე მხოლოდ შენთან ერთად ვთვრებოდი ხომ იცი?შენთან არ მეშინოდა დათრობის..გახსოვს მთელი ღამე რომ გათევიე?

–და მეგობარი ბიჭია?მაშინ ნუ დათვრები ბოლომდე...

-კი ბიჭია და თან როგორი არასანდო რომ იცოდე...

-როგორ მენატრება

-მე თუ ძველი დრო?

-ორივე...

გეგამ მიხვდა ვისაც ველაპარაკებოდი და ჩემგან მოშორებით ბარდიულზე ჩამოჯდა..

-წლები გავიდა ...ძველი დრო არ დაბრუნდება..

-შენ?

-არც მე ვიქნები ძველებურად კარგი

-შენთვის სურპრიზი მაქვს..

-რა?

-როცა დრო მოვა გაიგებ...

-კარგი ..ეხლა უნდა წავიდე ლაპარაკის თავი არ მაქვს..

ტელეფონი გავთიშე და იქვე მიწაზე დავჯექი ჩემი თეთრი კაბით...

კარგახანს ასე ვიყავით...სანამ მყუდროება პატრულმა არ დაგვირღვია.-აქ რას აკეთებთ გოგონა დახმარება ხომ არ გჭირდებათ...

-ვისვენებ...

-კარგი ადგილი კი გიპოვიათ..

-აპატიეთ ჩემს ცოლს ცუდი ხასიათი აქვს..ცოტა ვიჩხუბეთ ...მოვგვარდევით..გეგამ ფეხზე წამომაყენა ხელი გადამხვია და გზას გაუდექით..

-ლენა ის იყო

-ხო გეგა..

–ესე იგი ჩემი გეშინია...

–არა..

–არასანდო ვყოფილვარ..

–ხო ეგ მართალია, შანს არ უშვებ რომ არ მაკოცო...აბა როგორ გენდო შენ

–ეგ მარტო ჩემი ბრალი არ არის..

–რა?

–ნუ ხარ ასეთი კარგი და არ გაკოცებ..ისე არამგონია შენ გულგრილი იყო ჩემი კოცნის მიმართ..

–ნუ მაცინებ..გინდ შენთვის მიკოცნია და გინდ ამ ხისთვის..

–მე სხვანაირად მომეჩვენა.ჩემი კოცნა მშვენივრადაც იგრძენი..

–გრძნობით ვიგრძენი..

ნებისმიერს რომ ეკოცნა ვიგრძნობდი..იმიტომ რომ ადამიანი ვარ..

–შენ ნებისმიერს არ აკოცებდი..

–ვითომ?არ გინად შევამოწმოთ..აი ჩვენს წინ რომ ბიჭი მოდის მივალ და ვაკოცებ..

–მაგას არ გაკეთებ..

–შორიდან მიყურე..

–უკაცრავად შეიძლება გაკოცოთ..შევაჩერე უცნობი...

–რა ..ვინმე უარს გეტყოდათ?

–კარგი ძმაო გაიარე, ნასვამია ...

–არ არის პრობლემა ძმაო..გამძლეობა მოგცეს ღმერთმა

სასწაფო წესით გაგვეცალა უცნობი..

–რას აკეთებ?

–გიმტკიცებ რომ შენი კოცნა ჩემთვის არაფერს ნიშნავს..

–გაჩუმდი ეხლა და ხმა აღარ ამოიღო თორემ შეიძლება გავგიჟდე...

მერე ორივე გავჩდით და გაბუტულები გაუყევით გზას..სიჩუმე ისევ გეგამ დარღვია..

-მასთან დაბრუნების შანსი რომ გქონდეს, ცოლი რომ არ გყავდეს შეურიგდებოდი?

-მას ცოლი აღარ ყავს...მაგრამ არც დაბრუნებას აპირებს

-რომ დაბრუნდეს შეურიგდები?

-არ ვიცი ბევრი დრო გავიდა.უკვე აღარ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ...

-ესეიგი ისევ არის შენს გულში...

-არ მოგატყუებ და ჯერ ბოლომდე არ დამვიწყებია..

მეტი არაფერი უკითხავს მხარზე თავი დავადე და ისე გაუყევით გზას..

-გეგა..

-დავიღალე..კიდევ ბევრი დარჩა ტაქსებამდე...დაგვერეკა

-თუ გინდა ხელით გატარებ..

–არ მინდა...


-შენი ნება არ მინდოდა აღლილიყავი...

-დარლა მიჩევნია..

სახლში მისულს სიარულის თავიც არ მქონდა მახსოვს როგორ დავჯექი მდივანზე და ჩამეძინა..დილით კი ჩემს ლოგინში გამეღვიაძა როდესაც დავრწმუნდი რომ ტანსაცმელებით მეძინა შვებიტ ამოვისუნთქე.... გეგას დანახვაც არ მინდოდა..სანამ რამეს მეტყოდა მე დავასწარი "არაფერი არ მითხრა ყველაფერი მახსოვს და მცხვენია აღარასოდეს არ ვილაპარაკოთ გუშინდელ დღეზე"გეგამ გამიღიმა.. "ყავა მზადა, ტაქსიც გამოძახებულია, წარმატებულ დღეს გისურვებ.. მე კი დავიძინე ეხლა..."

მთელი დღე

დალევას ვგლოვობდი სმასახურში... საღამოს გეგამ სამსახურში მოგვაკითხა და ზიზის ახალ სახლში წავედით დალევაზე ოთხივემ ერთდროულად განვაცხადეთ უარი...იმ საღამოს ზიზისთან დავრჩი..

დილით მე და ზიზიმ ისევ ერთად დავლიეთ ყავა ...თითქოს და ეს საუკუნე არ მომხდარიყო..მთელი დღე უცნაურად ვიყავი სამსახურში რა მაწუხებდა მეც ვერ ვხვდებოდი...

საღამოს გეგას ესემესი მომივიდა..

"დღესაც მარტო უნდა დამტოვო"

"სამაგიეროდ გოგოებს შეგიძლია დაუთმო შენი ძვირფასი დრო"

" დღეს მოხვალ"

"აბა...ორი დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი მაცვია...რამე გეგმები ხომ არ გქონდა და ხელი ხომ არ შგიშალე?"

"ნუ ბოროტობ...ექვსისთვის გამოგივლი"

"კარგი"

აი თურმე რა მაკლდა დღეს..ლენა გერხევა მგონი გეგა გიყვარდება...

–ვის ემესიჯები..

–ლევანის..უნებლიედ ვიცრუე და ჩემი ტყუილის შემრცხავა...საუკეთესო დაქალსაც ატყუებ მისი გულისთვის

–რაო?

–არ ვიცი შენთვის სურპრიზი მაქვსო და რა არ მეუბნება

–ჩამოვა..

–შეიძლება..მე დღეს სახლში წავალ თორემ თუ არ გამოვიცვალე ტანსაცმელი შეიძლება გავგიჟდე...შენ ხომ არ გეწყინება..თან შენი დედამთილ–მამამთილის მერიდება

–კარგი სიხარულო..აი ჩვენს ბიანაში რომ გადავალთ მერე სულ ჩემთან უნდა იცხოვრო ხომ იცი.. წავედი მე ჩემი ქმარუკლა უკვე ძირს მელოდება..წამო ჯერ შენ გაგიყვანთ სახლში..

–არა შენ წადი მე ამას მოვრჩები და გავალ მერე ჯერ ადრეა არავინ შემოვიდეს კაბინეტში..

კარგი სიხარულო მაგრად მაკოცა და წამში გაუჩინარდა ...

სახლში როგორც კი მივედი ვიბანავე და გეგასთნ ერთად ყავა დავლიე...

–მადლობა ყავისთვის..გავიქეცი საქმეები მაქვს აბა არ მოიწყინო მარტომ...გვიან დავბრუნდები..გეგა გავისტუმრე კარები გადავკეტე და დასაძინებლად მოვკალათდი მდივანზე...ის იყო უნდა ჩამძინებოდა კარების ხმამ გამაღვიძა ალბათ რამე დარჩა და მობრუნდა გავიფიქრე და კარებისკენ წავედი...

კარები გავაღე და იქვე გავშეშდი ჩემ წინ უცნობი გოგო იდგა ჩემი დანახვით არც ისე გაკვირვებული..

–ვინ გნებავთ..

–ბიჭი დროს არ კარგავს ხო?ახალიც მოუყვანია

გვერდზე მიმწია უცნობმა და სახლში შემოვიდა..

–უკაცრავად მაგრამ ვინ ხარ?

–შენ თვითონ ვინ ხარ?გეგასთან ვარ....

–გასაგებია..მაგრამ გეგა სახლში არ არის ასე რომ მოგვიანებით გამოიარეთ.

–დაველოდები, ყავაზე ნუ შეწუხდები თავს თავად მივხედავ..

–არც ვაპირებდი...ჩემს ოთახში გავალ თუ ნებას დამრთავ...

–ვინ ხარ?

–გამოიცანი..ან გეგას კითხე როცა მოვა....

ოთახში ავედი სიმწრისგან თავი ძლივს შევიკავე ყველაფერი რომ არ დამელეწა...გეგას ესემესი გაუგზავნე

" სტუმარი გყავს იჩქარე გელოდება"

გაგრძელება იქნება...


5
122
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
122
  
2014, 16 ოქტომბერი, 20:43
ჩემს გვერდზე ყველა დევს
2014, 16 ოქტომბერი, 16:11
გაგრძელებას და დაწყებას სად ვიპოვი?
2014, 25 სექტემბერი, 15:11
უცილებლად
2014, 25 სექტემბერი, 15:04
მადლობა :)..იმედიაა მეოთხე ნაწილსად მალეე დადებთ
2014, 25 სექტემბერი, 1:39
აი გაგრძელებაც მაკო
0 1 5