x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ექსკლუზივი: ვასო ფხაკაძე ულამაზესი მოდელისგან შვილს ელოდება
imageპოპულარული ქართველო შოუმენი და მსახიობი ვასო ფხაკაძე მალე მამა გახდება. ვასოს მეუღლე 21 წლის მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლიკა მეტრეველი გახლავთ. წყვილმა რამდენიმე თვის წინ იქორწინა და ზაფხულის მანძილზე რამდენიმე ქვეყანაშიც იმოგზაურა. ლიკა ორსულადაა და გოგონას ელოდება. მოდელმა ამ სასიხარულო სიახლის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო. წყვილი მილოცვებსაც იღებს და მოუთმენლად ელიან პატარას დაბადებას.

image
ერთმანეთი დაახლოებით ორი წლის წინ, საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს. თავიდან დამეგობრდნენ და შემდეგ გრძნობაც გაჩნდა. ვასო ცდილობდა გრძნობები არა სიტყვებით, არამედ ქცევით გამიემჟღავნებინა. დღეს უკვე ძალიან ბედნიერია. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია, თუმცა ეს მათ ბედნიერებას ხელს არ უშლის. "ადრე ინტერვიუებშიც ვამბობდი, თურქულ კანფეტს არ ჰგავს-მეთქი, გარედან რომ ლამაზია და შიგნიდან არ ვარგა. ბევრი მოდელი ასეთია. იურისტია, ინტელექტი აქვს. დანიური, არა... ბელგიური შოკოლადია. იუმორის გრძნობა აქვს სუპერი, რაც ყოველთვის მინდოდა. სულ ვამბობდი: ჩემს ცოლს იუმორის გრძნობა რომ არ ჰქონდეს, დავიტანჯები-მეთქი. მაგრამ, ამას ჩემზე კარგი იუმორი ჰქონია"-გვიამბობს ვასო.

"ვასო მავსებს მე, ისევე, როგორც მე ვავსებ მას. ყოველთვის ბედნიერი ვარ ვასოს გვერდით და ამან განაპირობა ის, რომ არჩევანი მასზე გავაკეთე"-ამტკიცებს ლიკა.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.


imageimageimage




1
1220
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1220
  
2014, 24 სექტემბერი, 12:02
ვასო ელოდება შვილს :D
0 1 1