x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-5 სეზონის ნაკლებად ცნობილი სახეები: ვინ არიან თორნიკე ტყემალაძე, მარიამ სანოგო, ვიქტორია პლეშაკოვა და ზურა გორგაძე
image


7 ოქტომბრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-5 სეზონი იწყება, რომლის მონაწილეებიც
უკვე ცნობილია და ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი სახეების შემადგენლობა ასე გამოიყურება: მომღერალი იოანე არაბული; მომღერალი ნუცა ბუზალაძე; ტელეწამყვანი მარგო ლუჩკო; მომღერალი ნინი ბადურაშვილი; მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი; მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი; მომღერალი მარიამ როინიშვილი; მომღერალი ზურა მანჯავიძე.

რაც შეეხება საზოგადოებისთვის შედარებით უცნობ სახეებს, რომელთა შესახებაც მცირეოდენ ცნობებს მოგაწვდით, მათი შემადგენლობა
ასეთია:
თორნიკე ტყემალაძე: „იმიჯ ცენტრის“ 22 წლის მოდელი, რომელიც 2014 წელს მისტერ ვალენტინი გახდა და მომავალი ჟურნალისტია. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, „ბიზნეს კურიერში“ მუშაობდა. მაგრამ, აქტიურ ჟურნალისტობას დროებით თავი დაანება და მთლიანად სწავლას დაუთმო დრო.


image


image



image


image



მარიამ სანოგო : ახალგაზრდა, მოთხოვნადი მოდელი, რადიო თავისუფლების დღიურებში წერს: „საქმე ის არის, რომ მე საფრანგეთში დავიბადე, ნორმანდიის ქალაქ რუანში. ჩემი მშობლები
რუანის უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი.
დედა ქართველია, თინა დავითაშვილი, მამა კი - ლამინ სანოგო.
აფრიკიდან არის, ბურკინა-ფასოდან. ორი წლის რომ ვიყავი, ჩემი
მშობლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მერე მამა სამშობლოში დაბრუნდა, მე და დედა კი თბილისში დავრჩით“. მან თავისი სამოდელო კარიერა „ჯეო მოდელსში“, თაკო ჩხეიძესთან დაიწყო, რის შემდეგაც სულ რაღაც 3 თვეში, უკვე მოთხოვნად მოდელად იქცა.


imageimage


image


image


image




ვიქტორია პლეშაკოვა - "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტი"-ს გამომწვევი ქართველი
ლამაზმანი მოდელი. იგი წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლია, თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და და მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თ­ვე­ლია. „14 წლის
ვი­ყა­ვი, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ს­ში, "მის თბი­ლი­სი-99"-ში რომ მი­მიწ­ვი­ეს. შემდეგ "მის მო­მა­ვა­ლი მო­დე­ლის" ტი­ტუ­ლი მო­მა­ნი­ჭეს და კონკურს "მის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სადაც გა­ვი­მარ­ჯ­ვე. სა­ჩუქ­რად კი 175.000 დო­ლა­რი გად­მომ­ცეს. კონ­კურსს გერ­მა­ნე­ლი სტუ­მა­რი, ტო­მას ზო­ი­მე­რი ეს­წ­რე­ბო­და, რო­მელ­საც ამე­რი­კა­ში დი­დი სა­ა­გენ­ტო ჰქონ­და. მან ნიუ-იორ­კ­ში მი­მიწ­ვია და ორ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი გა­მი­ფორ­მა. მა­შინ მხო­ლოდ 15 წლის ვი­ყა­ვი“ -ამბობს ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუსას.

image


image


image


image


image



ზურა გორგაძე - მსახიობი და ტელეწამყვანი. როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ჩანდა ტელეეკრანზე, მისი ხმა ისმის რადიოდან და დგას სცენაზეც, ცნობადი სახე მაინც ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „თქვენი დროს” წყალობით გახდა. ეს ის გადაცემაა, სადაც ყოველ სამუშაო დღეს – 4-დან 6 საათამდე, პირდაპირ ეთერში, თავის თანაწამყვან, ლელა ნინუასთან ერთად, თავს კომფორტულად, მშვიდად და მხიარულად გრძნობს.

image


image


image


image


image





0
1318
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0