x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
"ეფლმა" iPhone 6, iPhone 6 Plus გაასაჯაროვა

კომპანია Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა სმარტფონების iPhone 6-ის,
iPhone 6 Plus-ის და ეგრეთწოდებული ჭკვიანი საათის Apple Watch-ის
დაანონსებული პრეზენტაცია დათქმულ დროს ჩაატარა.

სმარტფონი iPhone 6-ის ეკრანის დიაგონალი 4, 7, ხოლო, iPhone 6 Plus
ეკრანის ზომა 5, 5 დიუმია. ამასთან პირველი მათგანი 1334x750 გაფართოებით
გამოირჩევა, მეორე კი Full HD ხარისხითაა განსაკუთრებული. ორივე სმარტფონს
კვლავინდებურად 8-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, ოღონდ გაცილებით სწრაფი
მუშაობის რეჟიმით. გამოირჩევა დარტყმაგამძლე ეკრანითაც.

Apple-ის ახალი ქმნილებები გაყიდვაში 19 სექტემბრიდან გამოჩნდება.
iPhone 6-ის ფასი ორწლიანი ხელშეკრულებით, რაც ადგილობრივ ქსელში ჩართვას
გულისხმობს, 199-და დოლარი და მეტი იქნება, ხოლო iPhone 6 Plus-ის ფასი
იმავე პირობებით 299 დოლარიდან დაიწყება. რა თქმა უნდა, ფასზე გავლენას
იქონიებს გიგაბაიტების რაოდენობაც.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ჭკვიან საათს Apple Watch-ს, რომელსაც
უკაბელო დამუხტვის შესაძლებლობა აქვს, კომპანია Apple-ის ვიცე-პრეზიდენტის
კევინ ლინჩის განცხადებით, „ეფლის“ სმარტფონის გარეშე მისი გამოყენება
შეუძლებელი იქნება. „ჭკვიანი“ საათი ფასი 349 დოლარიდან ზევით იქნება,
გაყიდვაში კი 2015 წლის დასაწყისში გამოჩნდება.imageimage

0
57
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0