x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აპრილი
ჩემი გაგიჟების თვე აპრილია.
როცა გიყვარს გიჟად ყოფნა ადვილია.

იყო საღამო მღელვარე და მონატრების მომენტი.

დავსძლიე შორი მანძილი... აჰა შენამდე მოვედი.

ვერ მოვენ ახლოს ზღუდენი ბორკილად სულისკვეთების


თავზე დაგადგეს დედოფალს გვირგვინი წვიმის წვეთების.

ბედნიერებავ გახსენო ამისთვის არ დამელევი.

ღამის წყვდიადში ჩემ სახეს ეძებდა შენი ხელები.

როცა მიპოვეს შენ ხელებს თურმე ღიმილი სცოდნიათ.

ჩემს ბაგეებთან მოსულებს ტუჩები დაგიკოცნიან.

წვიმდა და თანაც ისეთი თავგამეტებით ელავდა.
ის მიღიმოდა... მიღიმოდა და ღელავდა.

ელვა გაქრა და სიბნელემ ჩვენი თვალები დაჩრდილეს

გადავემალეთ ორივე კვალს ადევნებულ აჩრდილებს.

ვერ შეამჩნიე იქნება ჩემმა თითებმა გაგქურდა.

მეტყვი: დრო არის ძვირფასი შინისკენ წახვიდე უნდა.

მომწყდა სხეული მეორე, რომელიც პირველს ათბობდა

მაგრამ ვერ შეძლეს თითებმა თითების დათმობა

მცირე ხანს ასე ვიყავით ცას ნაპერწკლები გასცვივდა
თვალებმა ნახეს თვალები, თითები თითებს დასცილდა.

დაუბრუნდები შენ საწოლს, ემოცია და ღრმა ძილი.

ჩემ წინ კი ისევ სიბნელე და უსასრულო მანძილი.image

0
13
1-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა5555
გოჩა5555
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0