x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
მოტეხილობა განაჩენი არ არის

ინტრამედულარული ღერო მედიცინის მიღწევების გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოტეხილობა არ არის ინვალიდიზაციასთან და დიდი ხნით საწოლში მიჯაჭვულობასთან ასოცირებული. თანამედროვე მიდგომები და უახლესი ორთოპედიული იმპლანტები(ფირფიტები, ჭანჭიკები, ღეროები და ა.შ ) იძლევა საშუალებას ოპერაციიდან მეორე დღესვე ავადმყოფის ფეხზე დაყენების და დაზიანებული კიდურის გონივრულ ფარგლებში დატვირთვისა, რაც რათქმაუნდა სწრაფი რებილიტაციის ხელისშემწყობია, ასევე თრომბოემბოლიისა და ადინამიასთან(საწოლში დიდხან წოლაასთან) ასოცირებულ დაავადებების(მაგ.:პნევმონიის) რისკსაც ამცირებს. სამწუხაროდ თანამედროვე იმპლანტების მაღალი ფასის გამო საქართველოს ბევრი კლინიკა მოკლებულია მაღალხარისხიანი ორთოპედიული იმპლანტების გამოყენების შესაძლებლობას.

იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოში დაინერგა ლულოვანი ძვლების მოტეხილობის მკურნალობა ამერიკული წარმოების ინტრამედულარული ღეროთი და მაბლოკირებელი ჭანჭიკებით, სწორედ ამ მეთოდის გამოყენება იძლევა ავადმყოფების მეორე დღესვე ფეხზე დაყენების საშუალებას. კლინიკაში ჩატარებულია დაკვირვება 300 პაციენტზე ერთი და იგივე ტიპის მოტეხილობის სხვა და სხვა მეთოდით მკურნალობის შედეგების შედარება, მათ შორის იყვნენ სახალხო მედიცინის მედოდებით ნამურნალები პაციენტებიც. დაკვეირვების შედეგად დადასტურდა, რომ ყველაზე სწრაფი და მეტი დადები შედეგის და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მხრვ (ავადმყოფი თავის თავს თვითონ ემსახურება და მომვლელი არ სჭირდება) არის ინტრამედულარული ოსტეოსინთეზის გამოყენება, ამიტომაც ითვლება ეს მეთოდი მსოფლიოში ოქროს სტანდარტად ლულოვანი ძვლების მოტეხილობის მკურნალობაში.

არავითარი თაბაშირი და არავითარი იმობილიზაცია, მხოლოდ მოძრაობა. თანამედროვე მიდგომებისა და გასაოცარი შედეგების გამო დასახელდა იმერეთის რეგიონალური კლინკური საავადმყოფოს ტრევმატოლოგიური გუნდი ყველაზე ძლიერ გუნდად ქსელში.


0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგინავა ირაკლი
გოგინავა ირაკლი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0