x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი ექსტრემალებისათვის
ექსტრემალური გართობის მოყვარულთათვის სულ ცოტაოდენი ხნის წინ საინტერესო ატრაქციონი გაიხსნა სოჭში, ადლერის რაიონში, რომელსაც სახელად AJ Hackett Sochi უწოდეს. სიმაღლეების მოყვარულების პარკმა პირველ დამთვალიერებლებს 2014 წლის ივნისში უმასპინძლა.

სკაიპარკის AJ Hackett Sochi კომპლექსის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დაკიდებული ხიდი, რომელსაც დასათვალიერებელი მოედნები აქვს. მოედნებიდან კარგად ჩანს ზღვა და მთები. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი ფეხით მოსიარულეებისათვის. ის აღჭურვილია როუპ-ჯამპინგის უნივერსალური სისტემით. ზომებისა და არქიტექტურული ფორმების უნიკალურობის გამო ხიდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.


image


ხიდი მდებარეობს კრასნაია პალიანას ხეობის გასწვრივ.



image


ხიდის დასაწყისში განლაგებულია ბანჯი-ჯამპინგის ცენტრი.


image


აქედან შეიძლება გადახტომა 67-მეტრიანი ბაგირის საშუალებით.


image


აი ხიდის ერთი მონაკვეთი.


image


მათ, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, ზემოდან გადახედვას არ ვურჩევდით.


image


ეს კი დამცავი ბადეა, რომ ტურისტებს თავისი აიფონები ძირს არ გადაუვარდეთ.


image


სულ ახლახან, 5 სექტემბერს გაიხსნა ახალი ბანჯი-ჯამპინგის მოედანი. აქედან შესაძლებელია 207 მეტრი სიგრძის ბაგირით გადახტომა. ასეთი ატრაქციონები მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმეა.


image


გადახტომის დროს აკრძალულია მოწევა.


image


ხიდს იჭერს 8 ლითონის ტროსი, რომელთა საერთო წონა 700 ტონაა. ხიდის მთლიანი კონსტრუქციის წონა 120 ტონაა, ხოლოს მისი სიგრძე 520 მეტრი.


image


პროექტი რუსეთის და ახალი ზელანდიის ერთობლივი ნამუშევარია.


image


ეს კი ის ადგილია, საიდანაც 207 მეტრზე შეიძლება გადახტომა.


image


თქვენ გარისკავდით აქედან გადახტომას?


image

4
120
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
120
  
2014, 14 სექტემბერი, 20:35
მეც:(
2014, 14 სექტემბერი, 20:34
თანაც სიმაღლის მეშინია :D
2014, 14 სექტემბერი, 20:32
არც მე...ექსტრემის მოყვარული ნაღდად არ ვარ
2014, 14 სექტემბერი, 20:11
:D აიფონის დამცავ ბადეზე და გადახტომის დროს მოწევაზე ვიხალისე,ისე მანდ მე არ ავიდოდი ცოცხალი თავით
0 1 4