x
image
beko777
შარვალჩახდილი ბიჭების თავდასხმა თბილისურ მაღაზიებში - ახალი მოდა "ქართველ ვაჟკაცებში"?!
imageსათაურში არაფერი ზედმეტი არ მოგჩვენებიათ და არც ამ სტატიაშია რამე შეცდომა, დიახ - სამწუხაროდ ეს სიმართლეა! კი, ვრცელდებოდა ჭორის სახით და ისიც ჩუმ-ჩუმად, რომ თბილისში ახალი საშინელი ტენდენცია მკვიდრდდება, ახალგაზრდა მანიაკების ბანდა, რომლებიც მსუბუქად, რომ ვთქვათ უტიფრად იქცევიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში და უფრო რეალურად კი - უზრდელურად: - ახალგაზრდა გოგონებთან უკნიდან მიტმასვნა, მიწებება, შეწუხება, უხერხულ პოზებში დადგომა და უარესიც, - აქტიურად საუბრობენ შემთხვევაზე რომლის დროსაც გადაჭედილ ავტობუსში პენისამოგდებული ახალგაზრდა მამაკაცი, სკამზე მსხდომ ახალგაზრდა გოგონებს მოულოდნელობის ეფექტით აგიჟებდა!!!!


არავინ იცის საპატრულო პოლიციამ რამდენი ასეთი მანიაკალური გადახრის ქართველი დააკავა (ან დააკავა თუ არა საერთოდ), მაგრამ ბოლო დღეებია აქტიურად განიხილება თემა, თბილისის ქუჩებში გამოჩენილი მანიაკებისა, რომლებიც ქუჩიდან პირდაპირ მაღაზიებში უვარდებიან ახალგაზრდა გოგონებს (ძირითადად ბრენდ-მაღაზიებში, მარკეტებში და ა.შ.) და ამასაც იმდენად დადგმულად აკეთებენ, რომ - შოკში ჩავარდნილი ქალბატონები ადგილზე შეშდებიან! - როგორც სხვადასხვა შემთხვევების განხილვამ აჩვენა, მანიაკები - გრძელი სვიტერებით იფარავენ უბეშეხსნილ ინტიმურ ადგილებს, შევარდებიან... სვიტრებს ზემოთ იწევენ, ქლბატონების რეაქციებით ტკბებიან, კაიფობენ და ისე უცებ გარბიან, როგორც ჩნდებიან!


imageროგორც რამდენიმე ინფორმაციაში დადასტურდა, მანიაკები ამ ყველაფერს თან ტელეფონის აპარატებით ვიდეოზე იღებენ და სავარაუდოა, რომ ისინი რომელიმე არაქართულ პორნო საიტებზე ქვეყნდება. სხვათაშორის რამდენიმე რუსულ და სხვა უცხოენოვან საიტებზე არსებობს მსგავსი მანიაკალური გადახრების ვაჟბატონთა მიერ ატვირთული ვიდეოები.... (საინტერესოა მსგავსი შემთხვევა ვერასოდეს ვერცერთმა გარე სათვალთვალო კამერამ ვერ დააფიქსირა?)


ამ თემაზე საზოგადოებაში ჩუმად და მხოლოდ ერთმანეთში ლაპარაკობენ და გასაგებია თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, რატომ არ გახდა ეს ყველაფერი - საჯარო განხილვის საგანი, არის კიდევ ერთი მარტივი მიზეზი - მანიაკები ამ ყველაფერს იმდენად სწრაფად და მოულოდნელად აკეთებენ, რომ - არც პატრულში დარეკვა, არც დაცვის გამოძახება და არც ვინმესთვის საშველად მოხმობა აზრიანი არაა!



imageუბრალოდ, თუ შემთხვევით ვინმეს სწრაფი გადაწყვეტილების უნარი გაქვთ და მოქმედების სისხარტე გახასიათებთ, მსგავსი მოულოდნელი შემთხვევის დროს - მიიღეთ სწრაფი და მოულოდნელი გადაწყვეტილება: - მთელი ძალით ამოსცხეთ ფეხი ასეთ მანიაკს და სანამ ის დამანჭვას, დაგრეხვას და გონზე მოსვლას მოასწრებს - დახმარებაც ითხოვეთ ახლოსმყოფი ადამიანებისგან და მანიაკები - დაისჯებიან! სახალხოდ!

2
702
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
702
  
2014, 15 სექტემბერი, 11:16
ავოიეეე მოვკვდი სიცილით....... დაანახებენ და გარბიან?....ეტყობა რო არ დაავიწყდეთ საერთოდ,იმიტო აკეთებენ მასე.....არდავიწყება მოყვრისა არასდროს გვიზამს ზიანსაააააა
2014, 13 სექტემბერი, 19:33
კი,ხდება ეგეთი რამეები.სკოლის ეზოში დაინახა ერთმა ჩემმა თანამშრომელმა კაცი და პატრულში დარეკა,მაგრამ რეაქცია-0.
0 1 2