x
პირველი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონფერენცია ღვიძლის თემაზე

image2014 წლის 5 სექტემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნა ორდღიანი ტრანსკავკასიური საერთაშორისო კონფერენცია ღვიძლის თემაზე.
კონფერენციის მომხსენებლებმა, ექიმებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, და სხვა ქვეყნებიდან წაიკითხეს მოხსენებები ჰეპატიტების (B, С, E) მკურნალობის უახლესი მეთოდების, მათი გართულებების მართვის, ტრანსპლანტაციის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესახებ. კონფერენციას დაესწრო 180-მდე დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა . . .
imageკონფერენციის ერთ-ერთი პრემიუმ სპონსორი და ორგანიზატორი იყო: “მრჩეველი ლიმბახის დიაგნისტიკის ევროპული ჯგუფი”, რომელიც წარმოადგენს ლიმბახის ჯგუფის ერთადერთ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს კავკასიის რეგიონში.
მოხსენებები შეეხო ღვიძლის დაავადებების მიმოხილვას: B, C და E ჰეპატიტების განხილვას, ლაბორატორიულ კვლევებს, სიახლეებს ამ სფეროში, გართულებულ ქეისებს და ა.შ. ჰეპატოლოგიაში არსებულ დღევნდელ სიტუაციას და მომავალს სხვადასხვა ქვეყნებში.
თითოეულ მომხსენებლს დაეთმო 15-20 წუთი თემის წარსადგენად, რის შემდეგაც მოხსენება გადავიდა სიტყვა-პასუხის რეჟიმში, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მისთვის საინტერესო საკითხი წამოეჭრა და ყურადღება გაემახვილებინა.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: “საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია” და “სომხეთის ჰეპატოლოგიური ფორუმი.” კონფერენციის ერთ-ერთი პრემიუმ სპონსორი “მრჩეველი ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი” ცდილობს მსგავსი საჭირო და აქტუალური თემების წამოწევით ყურადღება გაამახვილოს მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებებზე, შეგახსენებთ, რომ “მრჩეველის” მომსახურებაში შედის არამარტო ლაბორატორიული კვლევები არამედ, ენდოკრინოლოგიური, ჰეპატოლოგიური, პედიატრიული და სხვა მომსახურებებიც. დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.ticl-2014.com

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ლელაუგრეხელიძე
ლელაუგრეხელიძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0