x
image
beko777
ცხოვრებისეული კითხვები ფსიქოლოგს

imageქმრის ნათესავებთან ერთ ბინაში ცხოვრება – ქორწინებისთვის მეტისმეტად მძიმე გამოცდა ხომ არაა?
- ვაპირებ გათხოვებას. ჩემი მომავალი მეუღლე ყველანაირად შემეფერება, და რაც მთავარია, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არა გვაქვს ბინა, არც იმის საშუალება გვაქვს, რომ ვიქირაოთ, ე.ი. მოგვიწევს ცხოვრება ერთ ბინაში მის მშობლებთან და ბებიასთან ერთად. არ ვიცი, როგორ გავართმევ ამას თავს და როგორ აისახება ეს ჩვენს ურთიერთობებზე.
ნანა ვ.
- არის ასეთი აფორიზმი: „ქორწინდებიან არა ორნი, არამედ როგორც მინიმუმი, ექვსი“. ყოველი ახალგაზრდა წყვილის უკან დგას მათი ოჯახი თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესებით. არცთუ იშვიათად ქორწინების პირველ წლებში წარმოიშობა გარკვეული „შეჯიბრი“ წესებისა - რომელი გაიმარჯვებს. თქვენს სიტუაციაში, მიუხედავად მისი აშკარა სიძნელისა, არის თავისი პლიუსი - ესაა განსაზღვრულობა. თქვენ მიხვალთ ქმრის ოჯახში და აუცილებლობით იძულებული გახდებით მიიღოთ ამ ოჯახის წესები და ზნეობანი. მაგრამ უნდა ითქვას, რომ თქვენს გამორჩენას უნდა მოყვეს შექმნილ ურთიერთობებში ცვლილების შეტანა. გამოდის, რომ დაძაბულობა გარდუვალია. აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თქვენს ტაქტზე, მოთმინებაზე, აგრეთვე თქვენს ქმართან სიყვარულის სიმტკიცეზე.
შეეცადეთ გათხოვებამდე უკეთესად გაიცნოთ მომავალი მეუღლის ოჯახი იმისათვის, რომ სწორად გამოთვალოთ თქვენი ძალები.
imageმეტისმეტად მორცხვი ვარ, რაც ხელს მიშლის ჩემი თავის უკეთესი მხრიდან გამოვლენაში, ამიტომ გაჩუმებას ვამჯობინებ
- ჩემი პირადი ცხოვრება არ ეწყობა, რაშიც ხელს მიშლის ის, რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობისას ძლიერ ვმორცხვობ, რის გამოც სულელურად გამოვიყურები. ყველა ნაცნობი საინტერესო და მხიარულია, მე კი გვერდით ვდგავარ, საკუკთარი თავის გამოვლენის შიშით: ვაითუ ისევ რაღაც სისულელეს ვიტყვი ან გავაკეთებ!
ნატა ტ.
- თქვენი თქმით, „სულელურ მდგომარეობაში“ ვარდებით, როცა ურთიერთობთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ე.ი. აქ საქმე გვაქვს არა ჭკუის ნამდვილ უკმარისობასთან, არამედ შესაძლოა, თქვენი პრობლემის ნაწილი – თვითშეფასების დაქვეითებაა. გამორიცხული არაა აგრეთვე შესაძლებლობა, რომ თქვენ გსურთ ყოველთვის ახალგაზრდების წინაშე თავი გამოიჩინოთ და ამასთან, ერთდროულად მარცხისაც გეშინიათ. არაა გასაკვირი, რომ ასეთი შინაგანი განწყობა ბოჭავს თქვენს აზრებსა და მოქმედებებს. სწორედ ასეთი მუდმივი მოვლა გიშლით იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. შეეცადეთ, უბრალოდ საკუთარი თავის მიმართ შეამციროთ მოთხოვნილების დონე.
მამაკაცებს ყოველთვის არ მოსწონთ ძალიან ჭკვიანი ქალები. ისინი ბუნებრიობას და უშუალობას უფრო მეტად აფასებენ.


imageსაყვარელ ადამიანს ვუღალატე და ახლა ნამდვილად ვიცი, რომ ის არ მაპატიებს

- მე ვხვდები ახალგაზრდას, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, მე მას ვუთხარი, რომ ის ჩემთვის პირველი მამაკაცია. და ეს სრული სიმართლეა. არასოდეს არ ვაპატიებ თავს იმას, რომ სრულიად სულელურად ვუღალატე მას. ახლა რა ვქნა? ახლა მეშინია მასთან სიახლოვის და ზუსტად ვიცი: ღალატს ის არასოდეს მაპატიებს.
ნათია ვ.
- ერთ ტყუილს ყოველთვის მომდევნო მოყვება. და ტყუილზე ძნელია მტკიცე კავშირის აწყობა. არაა გამორიცხული, რომ მოვიდა დრო, თქვენი ურთიერთობების შემოწმების: რამდენად შეგიძლიათ ენდოთ, გაუგოთ და ერთმანეთს აპატიოთ? თუ ახალგაზრდა ყმაწვილს ნამდვილად უყვარხართ, შეიძლება გაგიგოთ და გაპატიოთ თქვენი სისუსტე; ამისათვის კი, თქვენ შესაფერისი დრო უნდა შეარჩიოთ და სიმართლე უთხრათ. მაგრამ პირველ რიგში, თვითონ უნდა გაერკვეთ თქვენი საქციელის მოტივებში. ღალატსაც კი, როგორც თქვენ ამბობთ, სისულელის გამო შეიძლება ჰქონდეს სერიოზული მიზეზები. აღიარებას და გარკვევას სჯობია, რომ არ გაექცეთ. მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება და ლოდინი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება, თქვენ რისკის ქვეშ გაყენებთ, რომ ნერვული აშლილობა გამოიმუშაოთ.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0