x
მედიტაცია სახლის დალაგების დაწყებამდე

ბევრ რამეს ვერ ამჩნევს სახლში გადატვირთული გონება, დრო თუ გაქვთ კარგი იქნება სახლის დალაგებამდე რამდენიმე წუთიან მედიტაციაში შეხვიდეთ, გაააცნობიეროთ აქ და ახლა, აწმყო მატერიალური რეალობა და დამშვიდებული გონებით შეხედოთ მთლიანობაში სახლს. ნუ იფიქრებთ სხვა რამეზე და ავტომატურად ნუ დაალაგებთ, ეს მხოლოდ ზედაპირულ სისუფთავეს მოგიტანთ და ბევრი არაფერი შეიცვლება სახლის ენერგეტიკაში.

დაჯექით ისეთ ადგილას საიდანაც მთელი ოთახი ჩანს, დამშვიდდით და თვალები დახუჭეთ, ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით, (მაგრამ არ ჩაგეძინოთ) რამდენიმე წუთიანი სიმშვიდის მდგომრეობის შემდეგ კი სხვა თვალით დაინახავთ სახლს. გაცილებით მეტს შეამჩნევთ ვიდრე ყოველდღიურად ხედავდით, თან შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობაში უფრო ნათლად აღიქვამთ რა სჭირდება თქვენს სახლს ასეთივე ჰარმონიისთვის, რა არის ზედმეტი, ენდეთ შინაგან ხმას და ინტუიციას.image

0
42
4-ს მოსწონს
ავტორი:თაფი
თაფი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0