x
image
ვიზა კოხაძე
ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტო და ვიდეო მასალებმა მსოფლიო შეძრა (+ ვიდეო )
image
ინტერნეტსივრცე მოიცვა დაჯგუფება " ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის სტივენ სოტლოფისათვის თავის მოკვეთის არა მარტო ფოტოებმა, არამედ ვიდეომაც, სადაც მძევლად ჩავარდნილი ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი სიკვდილით დასჯა ეს არის საფასური ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინტერვენციაზე. ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა სახელწოდებით: – " მეორე გზავნილი ამერიკას".imageimageimage
imageimageimage


სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტის შესახებ, რომელიც, როგორც წყარო წერს, ერთი წლის წინ სირიაში გაიტაცეს.მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც კი სტივენი იმ ვიდეოს ბოლო წუთებზეც ჩანდა, რომელიც " ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა ინტერნეტში გაავრცელეს.ამ უკანასკნელ ვიდეოში კი, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, ასახულია კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის კადრები.

31 წლის სტივენ სოტლოფი, რომელიც გასული წლის დასაწყისში სირიაში იქნა გატაცებული, იემენში ცხოვრობდა და ამერიკული გამოცემებისთვის მუშაობდა. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობის დადგენაზე მუშაობს.

ვიდეოში კარგად ჩანს, როგორი გამართული ინგლისური აქცენტით საუბრობს მკვლელი. სტივენ Sotlof


- ის მკვლელი ითვლება იმავე კაცად, რომელმაც ორი კვირის წინ

James Foley სიკვდილით დასაჯა.

2
225
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
225
  
2014, 5 სექტემბერი, 0:55
სრულიად გეთანხმები
2014, 4 სექტემბერი, 21:06
ძალიან ცუდი ამბავი მოხდა.:((
0 1 2