x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის საიდუმლო ქორწილის პირველი დეტალები
ამერიკულმა ტაბლოიდმა People და ბრიტანულმა ჟურნალმა Hello! რომლებიც ექსკლუზიურად იყვნენ დაშვებული ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის საიდუმლო ქორწილზე, გამოაქვეყნეს ცერემონიის დეტალები.

როგორც უკვე ცნობილი იყო წყვილის ქორწინების ცერემონია ჩატარდა შატო მირავალში-საფრანგეთის სამხრეთში მდებარე უძველეს მამულში, რომელიც ვარსკვლავური ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს.

საპატარძლოს საქორწინო კაბა Atelier Versace-ს მოდური სახლის გახლდათ. თეთრი აბრეშუმისგან შეკერილი კლასიკური კაბა მოდური სახლის დიზაინერმა გააფორმა მსახიობების შვილების მრავალრიცხოვანი ნახატებით. ფერადი ნახატებით იყო გაწყობილი ასევე გრძელი თეთრი ფატა.

image


რაც შეეხება სტუმრებს, საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული იყო ოცი ადამიანი-ოჯახის წევრები და რამდენიმე ახლო მეგობარი. როგორც ცნობილია, ანჯელინას მამა არ ესწრებოდა ქორწინების ცერემონიას, ამიტომ საკურთხეველთან პატარძალი უფროსმა ვაჟებმა-13 წლის მედოქსმა და 10 წლის პაქსმა მიიყვანეს. გოგონები ზახარა და ვივიენი დედას გზაზე ვარდის ფურცლებს უფენდნენ, შაილომ და ნოქსმა კი მშობლებს ბეჭდები მიართვეს. შვილები დაეხმარნენ მშობლებს საქორწინო ფიცის დაწერაშიც.
image

ახალდაქორწინებულებმა უარი თქვეს დასვენებას და თაფლობის თვეზე და პრაქტიკულად მაშინვე დაუბრუნდნენ სამუშაოს. ბრედ პიტმა მონაწილეობა მიიღო სარეკლამო რგოლის გადაღებაში, ხოლო ანჯელინა კი მალტაზე გაემგზავრა, სადაც დღე-დღეზე დაიწყება მათი ერთობლივი ფილმის " ზღვასთან" გადაღებები.

პირველად ფილმის " მისტერ და მისის სმიტები" გადაღების შემდეგ წყვილი კვლავ გაერთიანდა გადასაღებ მოედანზე. ახალ პროექტში ჯოლი შეითავსებს მსახიობის, რეჟისორის, პროდიუსერის და სცენარისტის ფუნქციას.




0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0