x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
აშშ-ის ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან
აშშ საერთაშორისო სისტემის ისტორიაში ბოლო ჰეგემონი სახელმწიფოა, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის
საერთო თამაშის წესებსაც აყალიბებს.გლობალური ლიდერის როლი ამერიკისთვის დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული, რადგან კონფრონტაციის მდგომრეობაში აღმოჩნდა არაბულ სამყაროსთან, განსაკუთრებით კი რადიკალურად განწყობილ რელიგიურ ჯგუფებთან. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა აჩვენა აშშ-ს მოწყვლადობა საერთაშორისო საფრთხეების მიმართ და ბუშის ადმინისტრაციას თავდაცვის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა. ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ ბრძოლა გლობალური
ტერორიზმის წინააღმდეგ ამერიკისთვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გადაიქცა. წინამდებარე ესეში მე განვიხილავ 2002 და 2010 წლის თავდაცვის სტრატეგიულ გეგმას აშშ-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოვახდენ ორივე დოკუმენტის ანალიზს, ვისაუბრებ მათ შორის არსებული საკითხების მსგავსებისა და განსხვავების შესახებ, განვიხილავ ამერიკის პრიორიტეტებსა და მიდგომებს, ხოლო საბოლოო ჯამში ჩემს დასკვნასაც შემოგთავაზებთ.

შეუძებელია დოკუმენტის აღქმა მისი პრეამბულის გარეშე, სადაც მოკლედ არის ჩამოყალიბებული ის პრიორიტეტები, რაც ძირითად ნაწილში იქნება განხილული. 2002 წლის სტატეგია იწყება ამერიკის სიძლიერის და გავლენის ხაზგასმით, რაც მთელს მსოფლიოში თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებლობის გავრცელებაში გამოიხატება. მოკლედ არის აღწერილი მისი როლი და მნიშვნელობა მე-20 საუკუნეში და საუბარია მსოფლიოს სისტემურ
ცვლილებაზე, რასაც საფუძველი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაუყარა. ასევე, გაჟღერებულია ამერიკის ინტერნაციონალიზმის იდეა, სამყარო არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ უკეთესი გაეხადა. ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ბრძოლა გლობალურ ტერორიზმთან საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტერორიზმთან დაკავშრებით აშშ სრულიად გამორიცხავს რეჟიმის, ინდივიდის ან რელიგიის როლს და ბრძოლას მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას უცხადებს.

რაც შეეხება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების 2010 წლის სტრატეგიას, წინა დოკუმენტისგან განსხვავებით შესამჩნევია ის გამოცდილება რაც ქვეყანამ 8 წლის განმავლობაში მიიღო. ყურადღება გამახვილებულია დღევანდელ მსოფლიოში არსებული ტრანზიციის პროცესზე. ამერიკა აქ უფრო ხმამაღლა საუბრობს სამხედრო ძალების მნიშვნელობასა და არაბული სამყაროს რეგიონიდან წამოსულ სამომავლო საფრთხეებზე. თუ რატომ არის სამხედრო შეიარაღება ამერიკისთვის ასეთი პრიორიტეტული, ახსნილია უკანასკნელ პერიოდში აღმოსავლეთის მხრიდან წამოსული აგრესიით . საერთაშორისო სისტემაში არასამთავრობო აქტორებს იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე წინა შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე დოკუმენტში საუბარია გლობალური ტერორიზმის წინაააღმდეგ ბრძოლაზე, მათ შორის ბევრ მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც შესამჩნევია. 2002 წლის დოკუმენტი შედარებით უფრო ინფორმაციული ნაწილს და ზოგად კონცეფციას წარმოადგენს იმის შესახებ, თუ თუ რა მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რა არის ტერორიზმი და მის წინააღმდეგ ბრძოლის როგორი პოლიტიკის განხორციელებაა ყველაზე ეფექტიანი. ხოლო, რაც შეეხება მეორეს, აქ უფრო ცხადად არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რისი მიღწევაც ამერიკას, როგორც გლობალურ ლიდერს სურს.


აშშ-ს 2002 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ცხადად
არის ხაზგასმული ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობა და ახსნილია ის მოტივები, თუ რატომ იბრძვის ასე განსაკუთრებით არბული სამყაროს წინააღმდეგ. ამერიკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული მოკავშირეების ჩაბმა საერთაშორისო უსაფრთხოების
განმტკიცებაში. აუცილებლად არის მიჩნეული ტერორისტული ჯგუფების გავლენის სფეროს და მათი გავრცელების არეალის კონტროლი. დოკუმენტშივეა გაცხადებული ის ფაქტი, რაც რეალ-პოლიტიკას ეფუძნება და დემოკრატიის გავრცელების გამოისობით
ავღანეთში შეიარაღებული ძალების შეყვანას გულისხმობს. ამერიკის ძალაუფლების გაძლიერება გამოხატება იმაშიც, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად მიჩნეულია დასავლური იდეოლოგიის პროპაგანდა მუსლიმურ ქვეყნებში და მოდერნისტული მმართველობის
ხელშეწყობა ისლამისტურ სამყაროში. ეს, ერთი მხრივ, მიუთითებს აღმოსავლური ღირებულებების შემცირებაზე, რაც მთლიანად რეგიონის ძალაუფლების შესუსუტებაზე აისახება, ხოლო, მეორე მხრივ, მათში არსებული ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის შემცირებას გამოიწვევს, რაც ამერიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძლაში
გამოხატება შემდეგი 3 გზა:

1)აშშ-ს ინტერესების და ამერიკელი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2)საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რადგან, თუ ისინი გამოიყენებენ
მასობრივ გამანადგურებენ იარაღს, მაშინ არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას შეექმნება საფრთხე.

3)შიდა და საერთაშორისო ძალაუფლების გამოყენება ტერორისტული ჯგუფების, მათი ფინანსების და კომუნიკაციების გასაკონტროლებლად. ამერიკა დიდ იმედებს ამყარებს რეგიონულ მოთამაშეებზე, რომლებსაც ერთხმად სჯერათ, რომ ტერორიზმისგან მომავალ საშიშროებაში, არაფრით განსხვავდება მეკობრეობისგან, გენოციდისგან და სხვა სახელმწიფოებისგანაც საპასუხო რეაქციას იწვევს.
ამრიგად, ამერიკა აყალიბებს ზოგად კონცეფციას სადაც ერთდროულად საუბრობს როგორც ისლამისტური სამყაროს დემოკრატიზაციაზე, ასევე მსოფლიოს მიერ რადიკალური
ჯგუფების წინაღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია ისეთი ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციაზე, როგორიცაა ტრუმანის ადმინისტრაციის მიერ დაარსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და თავდაცვის დეპარტამენტი. დასმულია FDI-ს ფუნდამენტური ცვლილების საკითხი, რათა უკეთესად იყოს შესაძლებელი წინამდებარე გამოწვევების დაძლევა.
2010 წლის სტრატეგია უმეტესად მიმართულია რადიკალური ჯგუფების აღსაკვეთ გლობალურ კამპანიაზე, რათა აშშ-ს
წინააღმდეგ არ მოხდეს ყველაზე საშიში - ბირთვული იარაღის გამოყენება. საუბარია არა მხოლოდ ხისტ, არამედ რბილი ძალის მნიშვნელობაზე, როგორიც არის კომუნიკაციების გაძლიერება, პარტნიორობა მუსლიმ საზოგადოებებთან მთელს მსოფლიოში,
ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება საერთაშორისო დიპლომატების როლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ დოკუმენტში უფრო ცხადად და ნათლად არის ჩამოყალიბებული ამერიკის სამოქმედო გეგმები. პრიორიტეტებიდან აღსანიშნავია საავიაციო სისტემის განვითარება.
როგორც ისტორიამ აჩვენა, საჰაერო თავდასხმა იყო ალ-ქაედას წარმატების მთავარი საიდუმლო. ამის დასაძლევად ამერიკამ გადაწყვიტა ტექნოლოგიური განვითარების მხრივ ყველაფერი გაეკეთებინა, საავიაციო სისტემის უსაფრთხოების გაუმჯობესების
მიზნით.

ამ სტრატეგიის მიხედვით, მასობრივი განამადგურებელი იარაღის შემცირება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამოსავალი
წერტილია. მნიშვნელოვნად არის მიჩნეული იარაღის კონტროლი და ამ კონკრეტულ სფეროში არსებული მეცნიერული ცოდნის დაცვა. იმისათვის, რომ 9/11 აღარ განმეროდეს, ამერიკამ უნდა
მოახდინოს სადაზვერვო სამსახურის, ჯაშუშების,
სამართალდამცველების აქტიური ჩაბმა უსაფრთოების
დაცვის პროცესში. მოკავშირე სახელმწიფოებთან კოლაბორაცია და ერთობლივი ბრძოლა ამ წელსაც მნიშვნელოვნად არის მიჩნეული. დოკუმენტში ნათლად არის საუბარი ავღანეთსა და პაკისტანში
- ექსტრემიზმის ეპიცენტრში ალ-ქაედას რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბძოლის შესახებ, მთავარ მიზნად კი მიჩნეულია რეგიონული უსაფრთხოების დაცვა და ექსტრემიზმის შემცირება.
2010 წლის სტრატეგიის ეფექტურობაზე მიუთითებს ის, რომ დასახულია არა მხოლოდ მიზანი, არამედ ამ მიზნის მიღწევის საშუალება. ამ მხრივ შემდეგი გადაჭრის გზები გამოიყოფა:

1)ISAF- ის მისია, როგორც ავღანეთში უსაფრთხოების დამყარებაზე მიმართული პოლიტიკური ქმედება. რომელიც
პასუხისმგებელი არა მხოლოდ ამერიკის და მისი მოკავშირეების ინტერესების დაცვაზე, არამედ უზრუნველყოფს თავად ავღანელი მოსახლეობის სიცოცხლესაც.

2)პაკისტანთან ურთიერთობების გაძლიერება. რადიკალური ჯგუფების და ისლამური ფუნდამენტალისტების წინააღმდეგ ბრძოლა, რაც დაფუძნებული იქნება როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე მთელს სისტემაში მშვიდობის ხელშეწყობაზე.

3)გაეროს დახმარებით რეგიონში ეფექტიანი და დემოკრატიული ცენტრალური ხელისუფლების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.



დასკვნა


ამრიგად, მე განვიხილე ამერიკის შეერთებული შტატების
ეროვნული უსაფრთხოების 2002 და 2008 წლის სტრატეგიები. ორივე წლის სამოქმედო გეგმა პირდაპირ აისახა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, პირველ შემთხვევაში, როდესაც აშშ
შეიჭრა ავღანეთში, ხოლო მეორე შემთხვევაში 2008 წლის სტრატეგიის ეფექტიანობაზე მიუთითებს ის ისტორიული ფაქტი, როდესაც ამერიკამ გააგრძელა ISAF-ის მისია და საავიაციო სისტემის შესაძლებლობები გააძლიერა. ისეთი საკითხები, როგორიცაა მასობრისი გამანადგურებელი იარაღის შემცირება, რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად კოორდინირებული პოლიტიკის შემუშავება, ტერორისტული ჯგუფების დაფინანსების და გავლენის სფეროს კონტროლი, შესაბამისი ინსტიტუტების რესტუქტურიზაცია - მნიშვნელოვნად არის მიჩნეული ორივე დოკუმენტში. 2008 წელს უფრო ნათლად არის ჩამოყალიბებული გადაჭრის გზები, განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მინიჭებული საჰაერო თავდაცვის სისტემას და პაკისტანი/ავღანეთის ტერიტორიების დემოკრატიზაციის
პროცესს. ამ სტრატეგიების შედეგად ამერიკამ შეძლო უფრო ეფექტიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეების შემცირება და კონტროლი მარტივად შესაძლებებლი გახადა.










2
268
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე თოდაძე
სალომე თოდაძე
268
  
2014, 3 სექტემბერი, 11:37
:)))))))
2014, 2 სექტემბერი, 2:09
ყველაზე დიდი ტერორისტები მაინც თვითონ არიან. :))
0 1 2