x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რა კონკრეტული შედეგები გამოიღო ISAF-ის მისიამ ავღანეთში

ავღანეთს თავის ისტორიაში უამრავი ომი აქვს გადატანილი და ეს ომები მათ ჰქონდათ არამარტო მომხვდურებთან - ბრიტანელებთან,
რუსებთან თუ ამერიკელებთან. ბოლო არა აქვს ავღანეთის შიდა დაპირისპირებებს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ დაჯგუფებებს შორის. საზოგადოების უდიდეს ნაწილში დიდი ხანია
მიმდინარეობს საუბარი ავღანეთზე და ISAF-ის მისიაზე, მაგრამ მათთვის ნაკლებადაა ცნობილი ავღანეთის უახლესი ისტორია და ის მოვლენები, რამაც შემდგომში განაპირობა ISAF- ის მისიის დაწყება.


ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ავღანეთი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ქვეყანამ სრულ დამოუკიდებლობას მხოლოდ ინგლისთან მესამე ომის შედეგად, 1919 წელს მიაღწა.. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შედარებით სტაბილური გახდა და მოსახლეობის მდგომარეობაც უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა, ქვეყანაში პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1978 წელს საბჭოთა კავშირისგან შეგულიანებულმა ავღანეთის კომუნისტურმა პარტიამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ავღანურ მონარქიას ბოლო მოუღო. შეიქმნა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც კომუნისტური ძალები მართავდნენ. სწორედ მათ მხარდასაჭერად შეიჭრა საბჭოთა კავშირი 1979 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე, იმ საბაბით, რომ ანტიკომუნისტურ ძალებს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდა. ავღანეთი ცივი ომის ცხელ წერტილად გადაიქცა. ზემოთ ხსენებული მოვლენების შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება და მას შემდეგ ავღანეთი გახდა პრობლემატური ტერიტორია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.


მას შემდეგ, რაც ქვეყანა საბჭოთა არმიამ დატოვა, ის ტერორისტებისთვის ერთგვარ თავშესაფრად გადაიქცა. თალიბებს აფარებდა თავს 11 სექტემბრის შემოქმედი, ოსამა ბინ ლადენი და ალ-ქაიდას წევრთა დიდი ნაწილი. 2001 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც თალიბებმა უარი თქვეს ამერიკისთვის ბინ ლადენისა და ალ-ქაიდას სხვა წევრების გადაცემაზე, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთზე შეტევა დაიწყო მოკავშირეებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში მე-5 მუხლის ამოქმედების პირველი შემთხვევაა. მე-5 მუხლის მიხედვით, ალიანსი, მის რომელიმე წევრზე თავდასხმას, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილავს. სწორედ ამის შედეგად ჩამოყალიბდა ISAF-ი 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს № 1386 რეზოლუციის საფუძველზე . ძალების საწყისი მისია იყო ქაბულსა და მის გარშემო ტერიტორიაზე სტაბილურობის დამყარება, რათა ჰამიდ კარზაის დროებით მთავრობას შეძლებოდა ძალაუფლების ხელში აღება. 2003 წლის 13 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ISAF-ის მანდატი გავრცელდა მთელ ავღანეთზე.


პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები რაც ISAF-ის მისიას მოჰყვა ავღანეთში არის ის, რომ დღესღეობით მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის საფრთხე შემცირებულია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ მსოფლიო დამნაშავეებმა ავღანეთს შეაფარეს თავი. ISAF -ის მისიის ერთ-ერთი წარმატებაც ეს გახლავთ, რომ NATO-ს გაერთიანებულმა ძალებმა შეძლეს შეემცირებინათ ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოში . ოფიციალური მონაცემებით 2011 წლის ივლისში წინ წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით შტაკებების რაოდენობა ოცი პროცენტით არის შემცირებული და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება რაც ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია ISAF-ის მისიის წარმატებულ მოქმედებასთან . ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ NATO-ს ძალებმა შეძლეს კონტროლი დაებრუნებინათ თალიბების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ქვეყნის სამხრეთით.
ასევე ISAF-ის მისიის წარმატებული მუშაობის შედეგია 2009 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით უკეთეს გარემოში მიმდინარეობდა და ეს იყო მნიშველოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარების მხრივ. მას შემდეგ, რაც NATO-ს მისიამ ავღანეთში მოღვაწეობა დაიწყო, ქვეყნის განათლების სფეროშიც მნიშვნელოვნი და სასარგებლო ნაბიჯები გადაიდგა რაც ნათლად აისახა 6 მილიონი ავღანელ ბავშვზე რომელთაც საშუალება მიეცათ თავისუფლად მიეღოთ სასუალო განათლება სკოლებში. ავღანეთის განათლების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქვეყნის 165 000 მასწავლებლის 80%-მა შეძლო კვალიფიკაციის ამაღლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ISAF-ის მისიის მუშაობასა და ავღანეთში ვითარების შედარებით დარეგულირებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. ნათელია ის სასიკეთო შედეგები, რაც საერთაშიროსო ორგანიზაციების ქმედებებს მოჰყვა ამ ქვეყანაში, რეგიონსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში. 2001 წლიდან მოყოლებული აშკარაა ცვლილებები ხალხის ცხოვრებაში და ეს პროგრესი გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სასიკეთო ცვლილებები მომავალშიც ამ ტემპით გაგრძელდება და ის პრობლემები, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც არსებობს ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

0
174
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ალადაშვილი
ანი ალადაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0