x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მძიმე არტილერია - Geländewagen
Mercedes-Benz გეგმავს ლეგენდარული G კლასის ახლებური ვერსიის წარმოებას, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2017 წელი დაასახელეს.

კომპანიის განცხადებით, ეს მხოლოდ განახლებული მოდელი კი არა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ახალი მოდელის ჯიპი იქნება. მისი ჩვენება 2016 წლისთვის იგეგმება. ავტომობილი აღჭურვილი იქნება უახლესი ელექტროტექნიკით, უახლესი სენსორული სისტემით, რადიოგადამცემებითა და კამერებით. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ავტომობილის დიზაინიც თანამედროვეობაზე იქნება გათვლილი.


Geländewagen’s heavy artillery


რაც შეეხება ამ მოდელის ძრავებს, იქნება 2.9 და 3 ლიტრიანი, 6 ცილინდრიანი ძრავები, რომელთა სიმძლავრეებიც შესაბამისად 315 და 370 ცხენისძალები იქნება. აღნიშნული მოდელისათვის უფრო ძლიერი ვერსიების გამოშვებაც იგეგმება, როგორიცაა 4 ლიტრიანი და 5.5 ლიტრიანი, 8 ცილინდრიანი, 2 ტურბინიანი ძრავები. ინჟინრები თანამედროვე ელექტრო გამაძლიერებლებზეც მუშაობენ.


გარეგნულად დიზაინი დიდად არ შეიცვლება. მხოლოდ წინ პლასმასების მოყვანილობას შეცვლიან, ფარების განათების სისტემისთვის კვლავ LED განათებას გამოიყენებს.






0
128
3-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0