x
image
beko777
რატომ ინგრევა ქართული ოჯახები

imageსაინტერესო სტატისტიკა - ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებით


სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში განქორწინებები მომრავლდა. „ხასიათებით ვერ შევეწყვეთ“, – დაახლოებით ასე პასუხობს მათი უმრავლესობა სასამართლოზე, ვისაც საქმე განქორწინებამდე მიჰყავს. თუმცა, ამ პასუხის უკან მრავალი სხვა მიზეზი არსებობს, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე.
დროთა განმავლობაში ბევრ წყვილს რომანტიკული ურთიერთობა სადღაც უქრებათ, მათი იალქნიანი გემები იმსხვრევა და მათ ადგილს იკავებს პატარა ნავები ყოფითი პრობლემებით სავსე... „ოჯახური ყოფა გაიჭედა“, – აი, ფრაზა, რომლის ხსენებაზეც ბევრს კანზე ჭიანჭველები დაურბის.

imageსექსუალური ურთიერთობა
ცოლ–ქმარს შორის სექსუალური დაუკმაყოფილებლობა ხშირად განქორწინებით მთავრდება.
სტატისტიკის მიხედვით, ღალატის გამო განქორწინებაზე განცხადება უფრო ხშირად შეაქვთ ცოლებს, რადგან ქალები უფრო ემოციურად და ავადმყოფურად უდგებიან იმას, რომ მათ ანაცვალეს სხვა ქალი. მამაკაცები საკმაოდ იშვიათად და წყნარად რეაგირებენ მეორე ნახევრის ღალატზე.

imageცოლ–ქმრული წყვილის განქორწინების ძირითადი მიზეზები:


29% – ყოფითი პრობლემები;
25% – სექსუალური დაუკმაყოფილებლობა;
14% – ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა;
13% – ქმრის ღალატი;
9% – ცოლის ღალატი;
7% – ერთ–ერთ მათგანს არ სურს შვილის ყოლა;
3% – სხვადასხვა მიზეზით უშვილობა.

0
444
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0